ბარსელონაში და ბალეარის კუნძულებზე გადაუღებლად თოვს
ესპანეთში ძლიერი თოვლი და ყინვებია. გადაუღებლად თოვს ბარსელონაში და ბალეარის კუნძულებზე. ქვეყნის სამხრეთში ტემპერატურა მინუს 10 გრადუსამდე დაეცა, რაც ამ რეგიონისთვის უჩვეულოა. თოვლის საფარის სიმაღლე ზოგ რაიონში ნახევარ მეტრს აჭარბებს.
ჩაიკეტა ავტომაგისტრალები და შეფერხებით მუშაობს რკინიგზაც.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დიდთოვლობა რეგიონში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა