რას ემსახურება ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში
ხშირი სარეკლამო ჭრებით შეშფოთებული მოსახლეობა თუ ტელეკომპანია
,,რუსთავი 2“ - ის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულება ევროკავშირის სახელით? როგორია სახელისუფლებო და ოპოზიციური ფლანგის მოსაზრებები კანონში მაუწყებლობის შესახებ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით,
რომლის მიხედვითაც სარეკლამო დროის მკვეთრი შეზღუდვა უნდა მოხდეს. ამ საკითხით ,,ნიუპრესი“
დაინტერესდა.
პარლამენტის
წევრის, ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ორგანისთვის შეთავაზებული კანონპროექტი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა ტელეკკომპანია ,,რუსთავი 2“ -სთვის. ტელეკომპანიის
გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, აღნიშნული რეგულაციები ,,რუსთავი
2“-ს სერიოზულ ფინანსურ ზიანს და საეთერო
ბადის მკვეთრ ცვლილებას უქადის. გვარამიას თქმით, ტელეკომპანია წელიწადში სამი მილიონი
დოლარის ოდენობით ზარალს მიიღებს, რაც ლარის ექვივალენტით დაახლოებით ექვს მილიონს შეადგენს.
,,არავითარი
სხვა ახსნა ამ კანონპროექტს არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ,,რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს კანონი არ არეგულირებს მხოლოდ 5 წუთიან სარეკლამო
ჭრას. ჩვენ გვეზღუდება რეკლამის ოდენობა და
შესაბამისად, იგივე რაოდენობის ინვენტარი ვერ გვექნება, იგივე რაოდენობის ინვენტარს
ვერ გავყიდით და შესაბამისად იგივე რაოდენობის შემოსავალიც ვერ გვექნება. ერთადერთი
გამოსავალი აქედან იქნებოდა ის, რომ ჩვენ ფასები გავვეძვირებინა, თუმცა იმდენად დიდი
მოცულობით უნდა გავზარდოთ ეს ფასები, რომ ეს ქვეყანაში მოქმედი ეკონომიკური განვითარების
ფონზე აბსოლიტურად წარმოუდგენელია“, - აცხადებს გვარამია.
,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ მაყურებელი მისთვის საყვარელ ბევრ გადაცემას ვეღარ იხილავს, რადგანაც ტელეკომპანიას აღარ ექნება იმის სახრები, რომ იგივე დატვირთვით იმუშაოს.
საპირისპირო მოსაზრებები გააჩნიათ სახელისუფლებო ფლანგზე. პარლამენტის წევრის, გუგული მაღრაძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი არ ისახავს მიზნად ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის, თუ მისი საეთერო ბადის ცვლილებას. მისი თქმით, ეს რეგულაციები ერთის მხრივ, ევროკავშირის, ხოლო მეორს მხრივ, საზოგადოების დაკვეთაა: ,,ამ კანონპროექტში არაფერი არ არის ისეთი, რაც შეიძლება უშუალოდ ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ დირექტივებს. კანონპროექტის მთავარი მიზანი არის მომხმარებლის დაცვა იმ ხანგრძლივი რეკლამებისგან, რომელიც ძალიან ხშირად წყვეტს ახალ ამბებს, ფილმებს თუ სხვა გადაცემებს. ყოველივე ეს გარკვეულ წილად იწვევს ადამიანების გაღიზიანებას. მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ამით შეიძლება რამიე სახის ზეგავლენა მოვახდინოთ სარედაქციო პოლიტიკაზე. არც ერთი თავმოყვარე ტელევიზია, იმის გამო რომ შეიძლება ფინანსები შეუმცირდეს, სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლის“, - აცხადებს მაღრაძე.
აღნიშნულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ,,თავისუფალმა დემოკრატებმა“, პარლამენტის წევრ ნინო გოგუაძის განცხადებით, ეს რეგულაციები მნიშვნელოვნად დააზარალებს ბიზნესს და დამოუკიდებელ მედიაკომპანიებს: ,,ჩვენი პრიციპები და მიდგომები არ იყო იმაზე დამოკიდებული, მოგვწონს ეს მედიას თუ არ მოგვწონს, ეს კანონი და პრინციპი თანაბარი უნდა იყოს ყველა მედიასაშუალებისთვის“ ,- აცხადებს გოგუაძე.
გოგუაძისთვის
გაუგებარია ის ფაქტი, თუ რატომ არ გაიტანა ცვლილებები განსახილველად
გოგუაძის
თქმით, მას დიდი იმედი აქვს, ამ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.
ავტორი: გიგა გელხვიიძე