მინსკის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მებრძოლებმა ზავი რამდენჯერმე დაარღვიეს
მინსკის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მებრძილებმა ზავი რამდენჯერმე დაარღვიეს, მიუხედავად ამისა, დონბასის ძირითად ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამ დრომდე მოქმედებს. მხარეები ზავის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
საერთაშორისო გაერთიანება ორივე მხარეს შეთანხმების პატივისცემისკენ მოუწოდებს,
შეთანხმების თანახმად, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა დღეიდან ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა უნდა დაიწყონ. პროცესი ორ კვირაში უნდა დასრულდეს და მას ეუთოს სადამკვირვებლო მისია მონიტორინს გაუწევს. ეუთოს გენერალურმა მდივანმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და დონბასის მთელს ტერიტორიაზე დამკვირვებლების თავისუფალი გადაადგილება მოითხოვა.
ავტორი: ნიუპრესი