|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იერუსალიმში წითელ პარასკევს აღნიშნავენ

დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდმოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღეს  აღნიშნავენ იერუსალიმში, სადაც ვია დოლოროსას ქუჩაზე მსვლელობა დილიდანვე მიმდინარეობს. სახარების თანახმად, ამ დღეს მაცხოვარმა ჯვარცმამდე სწორედ ეს გზა გაიარა. ვია დოლოროსას ქუჩაზე მონიშნულია ის 14 ადგილი, სადაც იესო ქრისტემ შეისვენა. გოლგოთას გზა მაცხოვრის აღდგომის ტაძართან სრულდება. ხვალ, საზეიმო ლიტურგიას მართლმმადიდებელი პატრიარქი ამ ტაძარში აღავლენს.


ავტორი: ანა ჯიქია