"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა ეთიოპიელი ქრისტიანები დახოცეს
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ინტერნეტრესურსებზე გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელშიც ნაჩვენებია ლიბიაში მძევლებად აყვანილი ეთიოპიელი ქრისტიანების მკვლელობის სცენები . ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ვიდეოში მკვლელობის ორი ეპიზოდია ნაჩვენები - ეთიოპიელი ქრისტიანების ერთ ჯგუფს ლიბიის აღმოსავლეთით გაუსწორდნენ, მეორეს კი ქვეყნის სამხრეთით. ქრისტიანთა პირველ ჯგუფს თავები მოაჭრეს, მეორე ჯგუფი კი დაცრილეს.
29 წუთიან ვიდეოში ასევე ჩანს, დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი იარაღის მუქარით როგორ მოითხოვს ქრისტიანებისგან - გადავიდნენ ისლამზე ან გადაიხადონ გადასახადი ყურანის მიხედვით.
ავტორი: ნიუპრესი