|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გახმაურებული მკვლელობები - საჭიროა თუ არა პოლიციელებისთვის უფლებების გაზრდა?

ქვეყანაში მკვლელი დადის“, „თავს დაცულად ვერ ვგრძნობ“, „ უკვე ქუჩაში გასვლის მეშინია“, - ამ სიტყვებს ხშირად მოისმენდით 2015 წლის 4 აპრილის ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, როდესაც, სამართალდამცავი სტრუქტურების ინფორმაციით, ყოფილმა პატიმარმა შალვა აბულაძემ ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი ვარკეთილის მეტროსთან მოკლა.

საზოგადოების აღშფოთებას კიდევ უფრო ამძაფრებდა ის ფაქტი, რომ 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძე  მანამდე 2015 წლის 23 იანვარს  მომხდარი, ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისთვის იძებნებოდა.


10 აპრილის დილით, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში სპეცოპერაციის შედეგად, შსს- სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ძებნილი შალვა აბულაძე დააკავესმის  წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება  საქართველოს სსკ-ის რამდენიმე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას, მოსპობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალდება 16-20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. რაც შეეხება შალვა აბულაძის კრიმინალურ ისტორიას, ის  2006 წელს რამდენიმე მუხლით იყო გასამართლებული და 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. თუმცა, ამნისტიის შედეგად და უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, ციხე 13 წლით ადრე, 2013 წლის ბოლოს დატოვა.


ყოფილი პატიმრები, ხშირად, თავისუფლებას ვერ ეგუებიან, ან გადაჩვეულები არიან ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს და საპყრობილეს, მისი დატოვების შემდეგკვლავ უბრუნდებიანუსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას აზრით, ეს ბუნებრივიცაა, რადგან მასშტაბურ ამნისტიებს მსგავსი ნეგატიური ფაქტები ყოველთვის ახლავს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ამნისტიისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების მექნიზმის მუშაობის შედეგად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებულ პატიმართა რაოდენობა 24114-დან (2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) და 10 643 მდე შემცირდა (2015 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით).

აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებულ პატიმრებში რეციდივის (განმეორებითი დანაშაული) შემთხვევები დაახლოებით 4%-ია, რაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ შედეგს წარმოადგენს“, - განგვიცხადეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის   სამინისტროში.


ამ სტატისტიკის ფონზე, კრიმინალის ყველა შემთხვევა, მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოება მეტ-ნაკლებად შეთანხმდა იმაზე, რომ ისეთი ჰუმანური აქტი როგორიცაა ამნისტია, აუცილებელი იყო, ყოფილი პატიმრების მიერ ჩადენილი დანაშაული მაინც ძალიან მწვავედ აღიქმება.

აბულაძის შემთხვევამ თავისი მასშტაბებით ყველა სხვა მომხდარი კრიმინალური ფაქტი გადაფარა, რადგან იგი 2 პოლიციელის მოკვლისთვის და 2-ის დაჭრისთვის იძებნებოდა. სწორედ ამიტომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელ ბექა მარგიშვილი გარდაცვალების შემდეგ,  კრიმინალთან დაუნდობელი ბრძოლის წარმოება დააანონსა:

"ვინაიდან ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს იქნენ შეწყალებულნი, ეს ვერ დააფასეს, ვერ დააფასეს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ასეთი ჰუმანური ნაბიჯი, მე პირობას ვაძლევ ყველას, ვინც არ შეეშვება კრიმინალურ საქმიანობასსახელმწიფო იქნება დაუნდობელი მათი მისამართით. ამის პირობას ვდებ საჯაროდ და აქვე გეტყვით, რომ ყველა, ვინც ხელს აღმართავს სახელმწიფოს წინააღმდეგ, უმკაცრესად დაისჯება. მათი ადგილი არ არის ჩვენ შორის, ჩვენს ხალხს შორის. მე დავავალე უკვე შინაგან საქმეთა მინისტრს და ყველას, რომ მაქსიმალურად დროზე გაასუფთავონ ყველა ასეთი კრიმინალი ჩვენი საზოგადოებიდან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ექსპერტების ნაწილმა ღარიბაშვილის ეს განცხადება სააკაშვილის მიერ გამოცხადებულნულოვან ტოლერანტობასშეადარა და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო ადრინდელ მდგომარეობას აღარ დაუბრუნდებოდა, ნაწილმა კი პრემიერის ამ სიტყვებს ემოციურ ფონზე გაკეთებული უწოდა და აღნიშნა, რომ პარალელის გავლება სააკაშვილის -„ნულოვან ტოლერანტობასადა ღარიბაშვილის - „კრიმინალთან დაუნდობელ ბრძოლასშორის არასწორია:

კრიმინალთან ბრძოლა ყოველთვის იყო დაუნდობელი. ეს სახელმწიფოს მთავარი მოვალეობაა და  ამაში ახალი არაფერია. მთავარია, სახელმწიფო არ გადავიდეს ავტორიტარული მართვის მეთოდებზე და არ დაიწყოს ქუჩაში ახალგაზრდების ისევ უმიზეზოდ  ჩაცხრილვა, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების რეჟიმის პირობებშიეს იყო სახელმწიფო დანაშაული, მე თუ მკითხავთ.

სააკაშვილმანულოვანი ტოლერანტობისდაანონსებით პირდაპირ მოახდინა პოლიტიკური გადატრიალება. მან, ფაქტობრივად, დაარღვია კონსტიტუცია. „ნულოვანი ტოლერანტობაიმას ნიშნავდა, რომ მან ომი  საკუთარ მოქალაქეებს გამოუცხადა. რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას, ის ჩაჯდა კონსტიტუციურ ფორმატში. ღარიბაშვილმა ომი გამოუცხადა კრიმინალს, მიხეილ სააკაშვილმა კი - საზოგადოებას. ხომ არის განსხვავებასააკაშვილმა სახელმწიფო ორგანოებს ამით პირდაპირ მოუწოდა საკუთარი მოქალაქეების ტერორისკენპრემიერ-მინისტრს კი ასეთი რამ არ უკადრებია საკუთარი მოსახლეობისათვის“, - გვითხრა ექსპერტმა  უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიამ.

ორგანიზაციაპოლიტიკის და სამართლის ცენტრის“  ხელმძღვანელმა და იურისტმა ამირან გიგუაშვილმა კი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პოლიტიკური უწოდა, თუმცა აღნიშნა რომ ეს არი იყო კარგი მესიჯი:

ჩვენ გვჭირდება არა დაუნდობელი, არამედ სამართლიანი სახელმწიფო. ღარიბაშვილის განცხადება ერთგვარად ემოციურ ფონზე იყო გაკეთებული. თუ რამე არ შეიძლება უსაყვედურო ამ ხელისუფლებას ისაა, რომ ისინი ნამდვილად უკეთესები არიან ჰუმანურობისადამიანების მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით, ვიდრე იყო წინა ხელისუფლება. მაგრამ ეს ჰუმანურობაც არ შეიძლება ანარქიად გადაიქცეს და არც დაუნდობელ და ადამიანებზე მოძალადე ხელისუფლებად“, - აცხადებს გიგუაშვილი.

პოლიტიკის და სამართლის ცენტრი“  ხელმძღვანელი არ მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა საგანგაშოათუმცა მის თქმით,  2013 წელს განხორციელებული ამნისტია უკეთესი იქნებოდა, დიდი მასშტაბების  არ ყოფილიყო:

რამდენიმე ძალიან ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ვგულისხმობ პოლიციელების გახმაურებულ მკვლელობებს ქუჩაში. ეს ქმნის ძალიან მძიმე კრიმინალურ ფონს ქვეყანაში, მაგრამ ეს არ არის რომელიმე ერთი პრობლემის შედეგი, ეს არის იმ პრობლემათა ჯაჭვის შედეგი, რაც ქვეყანაში არსებობს. ეს  დაკავშირებულია ათასობით ადამიანის გათავისუფლებასთან. ერთის მხრივ, სახელმწიფომ არ უზრუნველყო მათთვის შესაბამისი სოციალური გარემოს  შექმნა. ნებისმიერი პატიმარი, რომელიც გათავისუფლდა, ელოდებოდა გარკვეულ  სოციალურ და მორალურ რეაბილიტაციას. სახელმწიფო ამისთვის მზად არ აღმოჩნდა და ვერც შემდგომ განავითარა ამ მხრივ სტრატეგია. სახელმწიფომ ასევე უარი უთხრა მათ მოლოდინებს სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ისინი არ არიან არც სოციალურად, არც მორალურად დაკმაყოფილებულები. ქვეყანა არ იყო მზად ასეთი მასობრივი ამნისტიისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა განხორციელებულიყო ამნისტია. საჭირო იყომაგრამ ასეთი მასშტაბების არა“ _ ამბობს  ამირან გიგუაშვილი.

ცნობილია, რომ იუსტიციის და სასჯელაღსრულების მინისტრებმა ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის შესახებ მემომარნდუმს ხელი 2012 წელს მოაწერეს. ამ წელსვე შეიქმნა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის

ავტორი: ცისანა შერგილაშვილი