"დინამომ" "ტორპედო" დაამარცხა
"დინამომ" "ტორპედო" დაამარცხა. უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართა. "ტორპედოს" ვერ დაეხმარნენ ავადმყოფობის გამო ნიკა საბანაძე და ოთარ კვერნაძე. დისკვალიფიკაციის გამო „დინამოს“ ვერც ოთარ კაკაბაძემ ითამაშა. ანგარიში მეათე წუთზე "ტოპრედომ" გახსნა, "დინამოელთა" კარში ბურთი გურამ ადამაძემ გაიტანა. მე-40 წუთზე ანგარიში "დინამოელმა" ფეხბურთელმა ლაშა თოდაძემ გაათანაბრა. პირველი ტაიმი ანგარიშით 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმში 51-ე წუთზე "დინამოელმა" გიორგი პაპუნაშვილმა ბურთი "ტორპედოს" კარებში გაიტანა. საპასუხო ბურთი 76-ე ვახტანგ კვარაცხელიამ გაიტანა. შეხვედრის გადამწყვეტი გოლი 86-ე წუტზე "დინამოელმა" ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. ანგარიში "დინამოელთა" გამარჯევბით 3:2 დასრულდა. "ტორპედოს “ მეტოქე 9 მაისს ბოლნისის „სიონი“ იქნება.
ავტორი: ანა ჯიქია