ქუთაისის მერი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა
ქუთაისის მერი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა ჩინეთში ქალთა გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვებული მერი არაბიძე, საბერძნეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილის მფლობელი ჯამბურ ქურდია, მსოფლიო მე-6 ჩემპიონატში ოქროს მედლის მფლობელები შოტოკან კარატეში ანზორ დონაძე, გიორგი ჩარკვიანი და თამაზ გოჩელაშვილი.
"მთელი წლის თანხა ამოიწურა 4 თვეში, მაგრამ ეს არ იქნება პრობლემა, დავამატებთ თანხას. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ", - განაცხადა შოთა მურღულიამ.
"მნიშვნელოვანი შეჯიბრი გვქონდა. გამიჭირდა, მაგრამ მაინც გავიმარჯვე და ფინალში რუსი მოწინააღმდეგე დავამარცხე", - აღნიშნა პატარა მსოფლიო ჩემპიონმა კარატეში გიორგი ჩარკვიანმა.
ქუთაისის მერმა ასევე დადებითად შეაფასა გადაწყვეტილება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის თბილისსა და ქუთასში ჩატარების შესახებ.
2012-15 წლების ციკლში, მსოფლიო რაგბი საქართველოში დაახლოებით 3.2 მილიონი გირვანქა სტერლინგის პირდაპირ ინვესტიციას ახორციელებს რაგბის კავშირის განვითარებისათვის.
ავტორი: ანა ჯიქია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა