|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბიუჯეტიდან „ყინულის მოედნის“ 380 ათასი ლარით დაფინანსება სადავო ხდება

უთაისის მერიის აიპი „ყინულის მოედანი ქუთაისში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. მოედნის ბიუჯეტმა დაარსებიდან რამდენიმე ცვლილება განიცადა და მიმდინარე წელს– 380 ათასი ლარიამოედანი 700 ბავშვზეა დაკომპლექტებული. რომელთაგან არის ჰოკეის 6 ჯგუფი 250 ბიჭზე და 1 ჯგუფი 40 გოგონაზე, დანარჩენი ბავშვები კი ფიგურული სრიალისა და სამოყვარულო ჯგუფებში არიან გადანაწილებული. მიუხედავად, ყინულის მოედნის ყოველდღიური სამუშაო გრაფიკისა, მოედნის არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დააყენეს.

„ყინულის მოედნის“ თანამშრომლების საქმიანობით და სახელფასო ფონდით ქუთაისის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ დეპუტატი ნატო ქათამაძე დაინტერესდა. დეპუტატი მოედნის ადმინისტრაციას ადგილზე ეწვია და არსებული მდგომარეობა შეაფასა.

 „ქუთაისის ყინულის მოედანი 720 ბავშვზეა გათვლილი. დირექტორის გივი ფანჩულიძის განმარტებით, თითო ჯგუფი 25-დან 40-მდე მერყეობს. თუმცა, ეს რიცხვიც, როგორც ჩანს საეჭვოა, რადგანაც ყინულზე მხოლოდ ხუთიოდე მოზარდი იყო“,–აღნიშნავს ქათამაძე.

ქათამაძეს შენიშვნების მოედნის საშტატო ერთეულზეც ჰქონდა და აღნიშნავს, რომ მოედნის ბიუჯეტის ყოველთვიური სახელფასო ფონდი 18 000 ლარს შეადგენს. ამავდროულად, დეპუტატაის განცხადებით, დირექტორის ორი მოადგილის აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღო.

ამჟამად ყინულის მოედანს 23 საშტატო ერთეულით და ერთი ხელშეკრულების საფუძველზე აყვანილი კომენდანტით დაკომპლექტებული კოლექტივი ემსახურება, რომელთა სახელფასო ანაზღაურებაზეც ყოველთვიურად 18 ათას ლარამდე იხარჯება. დანარჩენი თანხები კი, ყინულის მოედნის დირექტორის განმარტებით, ძვირადღირებული აპარატურის, სპორტული აღკაზმულობის შეძენას ხმარდება. მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მოედანი არასტანდარტულია, ყოველთვიურად საკმაოდ დიდია კომუნალური ხარჯებიც. აღნიშნულ დაფინანსებაშივე შედის სპორტსმენების სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობის და მივლინებების თანხებიც. ქუთაისის ყინულის მოედნის თანამშრომლების ხელფასები საკმაოდ სოლიდურია, შტატებიც  გაბერილი, რომელთაგან უშუალოდ სპორტულ სამიანობას 4 მწვრთნელი, ქორეოგრაფი და აკრობატი ემსახურება.

უფრო საინტერესო ის ფაქტი იყო, რომ შტატით 24 და ფაქტიურად 21თანამშრომლიდან დღის 12 საათზე სამსახურში მხოლოდ 4 თანამშრომელი იმყოფებოდა. დანარჩენები, მოკითხვის შემდეგ მოგროვდნენ, თუმცა, 14 საათამდე 9 თანამშრომელს მაინც ვერ ასცდნენ. ცნობისათვის, აკრობატებად შეთავსებით, მწვრთნელები მზია ჩიტაძე და ნათია ბაქრაძე მუშაობენ, ხოლო ერთ მწვრთნელს ყინულის მომვლელის ფუნქციაც აქვს შეთავსებული. რომლებიც ძირითად საქმიანობასთან მწვრთნელობასთან ერთად შეთავსებული სამსახურებით გათვალისწინებულ ხელფასსაც ღებულობენ. დანარჩენები კი ტექნიკურ დატვირთვებს ასრულებენ. დირექტორის დიდი მცდელობის მიუხედავად, დაესაბუთებინა თავისი ორი მაღალანაზღაურებადი მოადგილის აქ მუშაობის აუცილებლობა (თითოეულის ხელფასი 1300 ლარია), რომელთაგან მაჟორიტარის ყინულის მოედანზე სტუმრობისას თავის სამუშაო ადგილზე არცერთი არ იმყოფებოდა, საბოლოოდ მათი ფუნქციები მაინც გაურკვეველი დარჩა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 2011 წელს გახსნილ ორგანიზაციაში დირექტორი გივი ფანჩულიძე პარლამენტარ გია თევდორაძის ბავშვობის მეგობარია, მოადგილეები კი გიგა ჩიქოვანი და დავით შარაბიძე, რომლებიც ასევე ნაციონალური მოძრაობისდასაყრდენებად ითვლებიან და ისინი საჯარო სამსახურში ფაქტიურად, ხანდახან შემოივლიან ხოლმე, ყველაფერი ნათელი გახდება. ასევე საინტერესო იყო ბუღალტრის არყოფნა სამსახურში, რომელიც როგორც აღმოჩნდა შეთავსებითაა ამ სამსახურში“–აღნიშნავს ქათამაძე.

დეპუატატი ყინულის მოედნის იმ მწვრთნელების საკითხსაც ეხება,  რომლებიც თბილისიდან არიან მოწვეულ. ქათამაძის ინფორმაციით,  სამი სპეციალისტი ქუთაისში ქირით ცხოვრობს.

მაგრამ აღნიშნული ბინები კანონის თანახმად ოფიციალურად ხელშეკრულების საფუძველზე კი არ არის ნაქირავები დამსაქმებლის მიერ, არამედ, დირექტორის გამარტებით, თანამშრომლებს, რომლებისთვისაც ბინების დაქირავებაა აუცილებელია, სამსახურში გაფორმებული აქვთ შეთავსება და იქ აღებულ ანაზღაურებას იხდიან ბინის ქირაში(?) ამ ტიპის ანგარიშსწორება საჯარო სამსახურისათვის, მეტი რომ არ ვთქვათ, ცოტაუჩვეულოფორმაა, რაც თავისთავად ბევრ კითხვის ნიშანს ბადებსკითხვები გაჩნდა შესყიდვებთან დაკავშირებითაც...“–აღნიშნავს ქათამაძე.

საკითხის მიმართ განსაკუთრებით რადიკალურ პოზიციას აფიქსირებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ დამფუძნებელი სულხან ქობულაძე. მისი განცხადებით, ბიუჯეტი სპორტის ამ სახეობას არ უნდა აფინასებდეს.

რატომ ვაფინანსებთ ყვლას და ყველაფერს, რას ვაშენებთ კომუნიზმის? რატომ უნდა აფინანსებდეს ქალაქი სპორტის ამ სახეობას, სპორტის უამრავი სახეობაა, რატომ მათ არ ვაფინანსებთ, განა რა დეგებს ველით ყინულის ხელოვნური საფარის მოედანზე გაზრდილი ბავშვებიდან? თუ სტატისტიკას გადავხედავთ, შედეგები გვაქვს სპორტის სხვადსხვა სახეობებში და მათ თუ ყურადღებას მივაქცევთ, შედეგი კიდევ უკეთესი გვექნება,–აღნიშნავს ქობულაძე.

ყინულის მოედნის მნიშვნელობის დასამტკიცებლად მოედნის ადმინისტრაცია აღსაზრდელების მიერ მიღწეულ წარმატებებზე საუბრობს.

2013 წლის საქართველოს ჩემპიონატში 3 მედალი მოვიპოვეთ, ამავე წელს აჭარის პირველობაზე მივიღეთ 5 მედალი. 2014 წელს საფრანგეთში– ათეულში მოვხვდით. 2014 წელი საქართველოს ჩემპიონატიდან ქალაქში კი 5 მედალი წამოვიღეთ. წელს კი ორი მედალი მოვიპოვეთ უნგრეთში. რაც შეეხებათ ჰოკეისტებს ჯერ ემზადებიან სათანადოდ საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღება“-ნათქვამია განცხადებაში.

რა შეეხება გამარჯვების ოლქის მაჟორიტარის შენიშვნებს მოედნის დირექტორის, გივი ფანჩულიძე აცხადებს, რომ ნატო ქათამაძე მათთან გაუფრთხილებლად მივიდა, თუმცა აღნიშნავს, რომ  ამჟამად დეპუტატის დაინტერესების მიზეზები მისთვის უცნობია.

 „მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ ნატოსთან მქონდა საუბარი და შეეძლო ვიზიტის შესახებ წინასწარ ეცნობებინა, დაუგეგმავად მოვიდა,  მაგრამ არანაირი პრობლემა არ იყო მისი სტუმრობა. მივიღეთ, გავაცანით მოედნის საქმიანობა. საღამოს რა დაწერა არ ვიცი და არ მაინტერესებს. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ჩემი თანამშრომლები თავდაუზოგავად შრომობენ. ვინც სახელფასო ფონდზე საუბრობს, მას შეუძლია ერთი დღით მოვიდეს, გაჩერდეს დარბაზში და ნახოს, როგორ შეაფასებს საკუთარ საქმიანობას? ნატო ქათამაძე მოვიდა იმ დროს, როდესაც არის ე.წ. „ფანჯარა“,არსებული სპორტული ნორმების მიხედვით ამ დროს არ არიან ბავშვები, მაგრამ თუ მოიყვანს მშობელი, ჩვენ მივიღებთ. რაც ნიშნავს ხუთი ბავშვი დასრიალებდა?  ერთი ბავშვიც რომ მყავდეს მოედანზე, ეს არაა დანაშაული, რადგან, შესაძლოა, ის სპეცპროგრამას გადის. მეორეც, ვინც ამბობს, რომ გაბერილი ციფრებია, მე აქ არჩევნები არ მაქვს, რომ ციფრები გავბერო. ყველაფერი დოკუმენტების დონეზე კეთდება. სამწუხაროა, რატომ მოდის მოედანზე მსგავსი დარტყმები. ეს არის დაწესებულება, რომელიც რამდენიმე ასეულ ბავშვს უფასოდ ემსახურება. ეს ბავშვები ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობენ, ასთმის და გულის მანკის მქონე ბავშვებისთვის სასარგებლო სპორტია. არ ვიცი, მისი ეს განცხადება რას უკავშირდება, არის თუ არა მიზანმიმართული ქმედება, მაგრამ ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. არაერთ წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა ბავშვებმა. მათ არა მხოლოდ სწავლება, ინვენტარიც და შეკრებებიც უფასო აქვთ“,–აღნიშნავს გივი ფანჩულიძე და მის პარტიულობაზე გავრცელებულ ინფორმაციასა ეხმიანება. მის თქმით, მსგავს ბრალდებას  დოკუმენტალურად დასაბუთება სჭირდება.

„ის ფაქტი, რომ მე გია თევდორაძის მეგობარი ვარ, არაფერს ამტკიცებს. ვერავინ შეძლებს დაადასტუროს, რომ, როდესმე  რომელიმე პარტიას წარმოვადგენდი. მოიტანონ დამადასტურებელი საბუთები და დანარჩენზე  ამის მერე ვისაუბროთ“,–აღნიშნავს ფანჩულიძე.

„ყინულის მოედნის“ მისამართით ქუთაისელთა არასათანადო დამოკიდებულებაზე საუბრობს ყინულის მოედნის მოწვეული სპეციალისტი მზია ჩიტაძე და აღნიშნავს, რომ ხშირად გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება ხდება.

„ისე ავრცელებენ ბრალდებებს, რომ სინამდვილის დადგენას არ ცდილობენ. არ იციან, სპორტის რა სახეობასთან გვაქვს საქმე. არ იციან რა ღირს ციგური, რა ღირს კაბის შეძენა, ყინულის მოვლა? ბავშვებს ამ სკოლაში ინვენტარი უფასო აქვთ, ასევე შეკრებებზე უფასოდ დადიან და ფორმებას უფასოდ იღებენ. თბილისში თვეში სამჯერადი ვარჯიში 70 ლარი ჯდება. ქუთაისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ყველაფერი უფასოა. ჯანსაღი თაობა იზრდება. უამრავი წარმატება მოუტანეს ამ ბავშვებმა ქალაქს. მიკვირს ქუთაისელების, მადლობის ნაცვლად  მოედნის მისამართით არარეალურ ბრალდებებს გამოთქვამენ. არ სჯობს ერთმანეთს გვერდით დაუდგნენ? ყინულის არცერთ მოედანს ისეთი დირექტორი არ ჰყავს, როგორც გივი ფანჩულიძეა. საოცარი შედეგები დადო ამ მოედანმა. რატომ მშობლებს არ ეკითხებიან, რატომ მწვრთნელების განცხადებებით არ ინტერესდებიან? სამწუხაროა, ის ბრალდებები, რაც მოედნის მისამართით

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა