|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა


დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა, რომლითაც მარიხუანის დეკრიმინალიზება მოხდება. დოკუმენტის მიხედვით, მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი), კანაფისა და კანაფის ფისის მცირე ოდენობით, გასაღების გარეშე მოხმარება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს. გოგა ხაჩიძის ცნობით, კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა და მისი განხილვა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სავარაუდოდ ორშაბათს მოხდება. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები იგეგმება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლში, სადაც შენიშვნის სახით გაჩნდება ჩანაწერი, რომ „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება საქართველოს კანონის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” №1 დანართის №82-85 და N2 დანართის N92-ე პუნქტებით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“. აღნიშნული დანართებით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებები კი სწორედ, კანაფი, კანაფის ფისი და მარიხუანაა. ხაჩიძის ინიციატივითვე, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების პირველ ჯერზე მოხმარება 500 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით. ასევე, ჩამოთვლილ მსუბუქ ნარკოტიკებზე (კანაფი, კანაფის ფისი და მარიხუანა) არ გავრცელდება 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

წყარო:ტაბულა

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა