ტრანსფორმირებული ჰომოფობია და ტრანსფობია 17 მაისს
17 მაისს- ჰომოფობია და ტრანსფობია, თბილისში, სამ ადგილას გააპროტესტეს. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა ვაჩნაძის ქუჩაზე 15-წუთიანი აქცია გამართა. ორგანიზაცია ლგბტ საქართველომ კი, ჰომოფობია იუსტიციის სამინისტროსთან დაგმო და ლგბტ პირების უფლებების დასაცავად რეკომენდაციებით მიმართა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობდა „მრგვალ ბაღშიც“,სადაც სამოქალქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა ჰომოფობია გააპროტესტეს.
„მრგვალ ბაღში“, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, შეკრებილებს 2012 წლის 17 მაისის საქმეზე ევროსასამართლოს მიერ 2015 წლის 12 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილება და გადაწყვეტილებაში მოყვანილი მსჯელობა გააცნო. შეგახსენებთ, რომ მოსარჩელე მხარე არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" და მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო იყო. განაჩენის თანახმად, ევროსასამართლომ დაზარალებულად 13 პირი და 1 არასამთავრობო ორგანიზაცია(„იდენტობა“) მიიჩნია. საქართველოს, 13 დაზარალებული პირისთვის, ჯამში, 32 000 ევროს გადახდა, ხოლო ორგანიზაცია "იდენტობასთვის", - 1 500 ევროს გადახდა დაეკისრა.
ამავე აქციაზე, ორგანიზატორებმა, გამოხატვის თავისუფლების,
შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებების შესახებ ისაუბრეს. ტერიტორიას, რამდენიმე ადგილას
განლაგებული ბარიერებით, ასობით პოლიციელი იცავდა. აქტივისტებმა შეკრებისათვის წინასწარი
რეგისტრაცია გაიარეს.
უნდა აღინიშნოს, რომ აქციების ჩატარების დრო და ადგილი წინასწარ საჯაროდ დაანონსებული
არ ყოფილა. ორგანიზატორებმა მედიასა და შეხვედრის მონაწილეებს რამდენიმე საათით ადრე
შეატყობინეს, თუ სად გეგმავდნენ შეკრებას.
უსაფრთხოების
მსგავსი ზომები ორგანიზაციებმა წარსული გამოცდილების გათვალისწინებით მიიღეს - 2012-13 წლებში
აქტივისტებმა ვერ მოახერხეს მშვიდ
და უსაფრთხო გარემოში გამოეხატათ საკუთარი აზრი და დაეგმოთ ჰომოფობია.
აქტივისტთ
ანაწილის აზრით, მშვიდობიან გარემოში ჩატარებული აქციები წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან ხელისუფლებამ
შეძლო აქციის მონაწილეების დაცვა აგრესიულად განწყობილი რელიგიური ექსტრემისტებისაგან. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არასამთავრობო
ორგანიზაციებმა და
ლბგტ აქტივისტებმა
ვერც წელს მოახერხეს, მათი სურვილის მიხედვით,
აქცია რუსთაველის
გამზირზე გაემართათ.
5 მაისს, ორგანიზაცია
„იდენტობამ“, გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მიუხედავად ხანგრძლივი
მოლაპარაკებებისა, ორგანიზაციამ ვერ მიიღო სახელმწიფოსგან მშვიდობიანი და საჯარო აქციის
უსაფრთხოების დაცვის გარანტია, ამიტომ „იდენტობა“ და ლგბტ თემი იძულებული იყო, დახურულ
კარს მიღმა, არაფორმალური თეოკრატიული მმართველობის პირობებში გაეგრძელებინა საქმიანობა:
-
„2015 წელს, იდენტობამ
გადაწყვიტა კიდევ ერთხელ არ შეშინებოდა ორგანიზებული ძალადობის საფრთხეს და საჯაროდ
მოეთხოვა ლგბტ უფლებების დაცვა. იდენტობას მიზანი იყო: 1) მონაწილეთა ფიზიკური უსაფრთხოება
და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 2) შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა
– უფლება, რომელიც 2012 წლიდან არის დარღვეული.
მიუხედავად ხანგრძლივი
მოლაპარაკებებისა და ჩვენი მხრიდან გამოჩენილი მცდელობისა, ორგანიზაციამ ვერ მიიღო
სახელმწიფოსგან მშვიდობიანი და საჯარო აქციის უსაფრთხოების დაცვის გარანტიები...
...სახელმწიფომ ყველაფერი
გააკეთა იმისთვის, რომ დაუფარავად გაეტარებინა მხოლოდ საპატრიარქოს ინტერესი და ლგბტ
აქტივისტთათვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის დაკისრებით მოსალოდნელ ძალადობაზე აპელირებით
(თითქოს იდენტობა აპირებდეს ძალადობას), რიგის სამიტის წინ მოსალოდნელი არეულობის არასასურველობის
ხაზგასმით და საპატრიარქოსთვის “უფრო კონსტრუქციულის” წოდებით, ეიძულებინა ლგბტ თემი,
თავადვე ეთქვათ უარი გამოხატვის თავისუფლებაზე. მიუხედავად იმისა, რომ აქციის უსაფრთხოების
დაცვაზე შსს-ს პირდაპირ უარს არ აცხადებს, ისინი არც აქციის მონაწილეთა დაცვის გარანტიებს
იძლევიან“, - ნათქვამია, „იდენტობას“ მიერ გავრეცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფოსთან ხანგრძლივი
მოლაპარაკების შემდეგ, გადაწყდა, რომ თუ აქცია არ გაიმართებოდა საჯარო ადგილას, სახელმწიფო
შეძლებდა აქტივისტების დაცვას, თუკი „იდენტობა“ საჯარო ადგილას გადაწყვეტდა 17 მაისის
აღნიშვნას, მაშინ შსს უსაფრთხოების დაცვის სრულ გარანტიებს ვერ იძლეოდა. საბოლოოდ,
ორგანიზატორებმა, გადაწყვიტეს, აქციები დაანონსების გარეშე, მშვიდ გარემოში გაემართად.
როგორ აფასებენ 17 მაისს ლბგტ უფლებადამცველები? რამდენად იყო, მათი აზრით,
დაცული ლგბტ თემის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება 2015 წელს და შეიცვალა თუ არა
დამოკიდებულებები საზოგადოებასა და სახელმწიფოს მხრიდან, ამ დღის საჯაროდ აღნიშვნასთან
დაკავშირებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით, გენდერის ექსპერტს, ეკა აღდგომელაშვილსვესაუბრეთ:
„ვფიქრობ,
ზედმეტი იქნებოდა საუბარი საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულების შეცვლაზე თავად ჯგუფის მიმართ. მშვენივრად მახსოვს
დამსწრეთა რეაქცია 2013 წლის სასამართლო
პროცესებზე ამ მოვლენებიდან თითქმის
ერთი წლის შემდეგ, როდესაც
ვაჩნაძის ქუჩაზე, ყვითელ მინიავტობუსში მსხდომი აქციის მონაწილეები თავდასხმის შესახებ ყვებოდნენ: ბრალდებულთა მხარდასაჭერად
მოსული საზოგადოება აგრესიული შეძახილებითა და ტაშით ხვდებოდა
მოწმეთა მონათხრობს იმის თაობაზე,
თუ როგორ ესროდნენ ქვებს მინიბუსს კონტრ-აქციის მონაწილეები.
რა
თქმა უნდა, არავის
აქვს იმის ილუზია,
რომ უფლებებისათვის ბრძოლა ერთდღიან, ფიზიკურ სივრცეში
ლოკალიზებულ პროცესს წარმოადგენს. თუმცა,
ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის
საერთაშორისო დღის აღნიშვნა საჯარო
გამოსვლით, გამოწვევად იქცა
ჩვენთვის: აქციის მოწინააღმდეგეთა
მთავარი არგუმენტი ხომ სწორედ ჩვენს
საჯარო სივრცეში გამოჩენასა და ხილვადობას უკავშირდება. ერთი მხრივ,
იმგვარად უნდა გვემოქმედა,რომ
ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად ყოფილიყო უზრუნველყოფილი და მეორე მხრივ, გვებრძოლა იმ უფლებებით სარგებლობისთვის, რომელიც კონსტიტუციით გაქვს მონიჭებული.
სწორედ ამიტომ, ჩვენმა ჯგუფმა გაცილებით ადრე წამოიწყო აქცია -„ეს ქუჩადაკავებულია“, რომელშიც ყველას შეეძლო ჩართვა და მონაწილეობა, ვინც თვლიდა, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ყველას ჯგუფს აქვს.
ავტორი: თამარ კურატიშვილი