„ქართული ოცნების“ ორწლიანი მმართველობა
არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველი გუნდის მუშაობას აფასებენ. „ნიუპრესი“ დაინტერესდა, რა შენიშვნები და რეკომენდაციები აქვთ მათ მოქმედ ხელისუფლებასთან. კვლევა, რომელზეც 15 წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა, საკმაოდ ვრცელია. ანგარიშში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტი სფეროა მიმოხილული, რომლებიც გასული 2 წლის განმავლობაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყველაზე ხშირად ექცეოდა და სადაც, ანგარიშის ავტორების აზრით, შემდგომი რეფორმირებისათვის ყველაზე მეტი ძალისხმევის გაღება არის საჭირო.
„ნიუპრესი“ კვლევის შედეგებს ეტაპობრივად გაგაცნობთ.
კოალიცია „ქარული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის მესამე წელს ითვლს. არასამთვრობო სექტორი ხელისუფლების საქმიანობით დაინტერესდა. 130 გვერდიან ანგარიშში თითქმის ყველა ასპექტი მოხვდა. არასამთავრობო სექტორმა ახალი ხელისუფლების წინასაარჩვენო დაპირებებიდან გამოდინარე საკუთარი შეფასებები დადო. მოქმედი ხელისუფლების დაპირებებს შორის იყო: მართვის სისტემის დეპოლიტიზაცია, კერძო სექტორის სახელისუფლებო წნეხისგან გათავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის გამოსწორება და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. შესაბამისად, შეფასების ანგარიშში ის სფეროები მოხვდა, რომლებიც გასული ორი წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და სადაც, ავტორების აზრით, შემდგომი რეფორმირებისათვის ყველაზე მეტი ძალისხმევის გაღებაა საჭირო. ეს სფეროებია: სახელმწიფოს მართვის სისტემა, საარჩევნო რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობა, უმცირესობები და თანასწორობის საკითხები, ჯანდაცვის პოლიტიკა, ბუნებრივი რესურსები და ენერგეტიკა, ეკონომიკა და საინვესტიციო გარემო, საგარეო პოლიტიკა, ღია მმართველობა და მედიის გარემო.
„ქართული ოცნების“ 2 წლიანი მმართველობა შეაფასეს: ადამიანის უფლებების
სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრმა
(EMC), ადამიანის უფლებათა
ცენტრმა, ეკონომიკური
პოლიტიკის კვლევის
ცენტრმა (EPRC), იდენტობამ,
ინფორმაციის თავისუფლების
განვითარების ინსტიტუტმა
(IDFI). შეფასებაში მონაწილობა
მიიღეს აგრეთვე „კონსტიტუციის 42-ე
მუხლი“, „მრავალეროვანი საქართველო“(PMMG),
„მწვანე
ალტერნატივა“, „პარტნიორობა ადამიანის
უფლებებისთვის“ (PHR), „საერთაშორისო გამჭვირვალობა
– საქართველო“, „განვითარების სააგენტო“
(CiDA), „სამართლიანი
არჩევნებისა“ და
„დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოება“
(ISFED), „საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაცია“, „საქართველოს რეფორმების
ასოციაცია“ (GRASS) და
„ფონდი
ღია საზოგადოება
– საქართველო“. პირველ ეტაპზე წარმოგიდგენთ საერთაშრისო გამჭვირვალობა
საქართველოს კლვლევას, რომელიც სახელმწიფო მართვის სიტემის შეფასებას იძლევა.
კვლევის თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არსებული მდგომარეობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის წლები კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლითა და ქვეყნის მოდერნიზაციით გამოირჩეოდა. „2012 წლისთვის ქვეყნის მართვის სისტემაში აღინიშნებოდა აღმასრულებელი შტოს, განსაკუთრებით კი, სამართალდამცავი უწყებების დომინირება და სისტემის სხვა ძირითადი ინსტიტუტების (პარლამენტი, სასამართლო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საარჩევნო ადმინისტრაცია და სხვა) შედარებითი სისუსტე და ნაკლები დამოუკიდებლობა.
მმართველობის იმდროინდელი
სისტემის ერთერთი
მახასიათებელი იყო
ის, რომ
კონკრეტულ პიროვნებებზე
დამყარებული სისტემა,
თანამდებობრივი კომპეტენციების
გარდა, ამ
ფიგურებს სხვა
ფუნქციასაც აკისრებდა,
რაც ქვეყნის
მართვის სხვადასხვა
სფეროში არაფორმალურ
ჩართვას იწვევა.
ეს დემოკრატიული
ინსტიტუტების მშენებლობის
პროცესს მნიშვნელოვნად
აფერხებდა. განსაკუთრებულ
ყურადღებას იქცევდა
პარლამენტისა და
სასამართლო ხელისუფლების
შედარებითი სისუსტე
და ნაკლოვანებები,
რაც აღმასრულებელ
შტოზე ზედამხედველობის
უუნარობას უკავშირდებოდა“,- ნათქვამია კვლევაში.
აქვე ყურადღება გამახვილებულია სამოქალაქო
აქტიურობის შესუსტებაზე და იმაზე,
თუ რატომ მოხდა მისი შესუსტება. მიზეზად კი სამართლებრივი მექანიზმის სისუტეა დასახელებული,
რომლებიც დაკავშირებული იყო
გადაწყვეტილების პროცესში
საზოგადოების მონაწილეობასთან,
ხელისუფლების გამჭვირვალობასა
და ანგარიშვალებულებასთან.
„პოლიტიკურ
კლასსა და
ფართო საზოგადოებას
შორის კავშირის
სისუსტე პოლიტიკური
პარტიების გავლენას
ამცირებდა და
ხელს უშლიდა
მმართველობის სტრუქტურებში
პლურალიზმს. სამოქალაქო
აქტიურობისა და
პროცესებში მოქალაქეთა
მონაწილეობის დაბალი
დონე, ასევე,
ასუსტებდა პოლიტიკურ
პარტიებს და,
ამავდროულად, ხელს
უშლიდა ძლიერი
და წარმატებული
სამოქალაქო საზოგადოების
განვითარებას, რომელსაც
ხელისუფლების ანგარიშვალდებულების
უზრუნველყოფა შეეძლო.
ამიტომ, კვლავაც
სერიოზულ პრობლემად
რჩებოდა თანამდებობრივი
ძალაუფლების ბოროტად
გამოყენება, რაც,
ხშირ შემთხვევაში,
მიზნად ისახავდა
მმართველი პარტიის
მიერ ხელისუფლების
შენარჩუნებას (მათ,
შორის ადამიანის
უფლებათა დარღვევის
გზით) და,
ასევე, გამოიხატებოდა
ე.წ.
„ელიტურ კორუფციაში“.
2012 წლის წინასაარჩევნო
პერიოდი ამ
ყოველივეს მკაფიო
მაგალითს წარმოადგენდა“, - ნათქვამია კვლევაში.
აღნიშვნის გარეშე არ დარჩენილა „ქართული
ოცნების“ ხელისუფლებაში
მოსვლა და ქვეყანაში ხელისუფლების
პირველი მშვიდობიანად გადაბარების პრეცენდენტი. 2012 წლის არჩევნები დადებითადაა შეფასებული. ასევე
დადებითადაა შეფასებული მმართველობის პირველი თვეები, რომელიც კვლევის
თანახმად, უპრეცენდენტო ღიაობით გამოირჩეოდა. კველვაში მოხვდა ახალი პარლამენტი და
მისი რეფორმები. „პარლამენტის
თავმჯდომარის ინიციატივით,
რეგულარული შეხვედრები
იმართებოდა სამოქალაქო
საზოგადოების ინსტიტუტებთან.
ადამიანის უფლებათა
დაცვის კომიტეტთან
შეიქმნა საკონსულტაციო
ჯგუფი, რომელშიც
მონაწილეობის მიღება
შეეძლოთ არასამთავრობო
სექტორის წარმომადგენლებსა
და სხვა
დაინტერესებულ პირებს.
ამასთანავე, მათ
საშუალება ჰქონდათ,
საქართველოს პარლამენტისთვის
წარედგინათ რეკომენდაციები,
ასევე, ჩართულიყვნენ
სხვადასხვა სამუშაო
ჯგუფსა და
კომისიაში. ამ
მხრივ, აღსანიშნავია
კომუნიკაციების მარეგულირებელი
კომისიის საქმიანობის
საგამოძიები კომისიის
მუშაობა, საზოგადოებრივი
მაუწყებლის სამეთვალყურეო
საბჭოს წევრების
შესარჩევი კომისია
და სხვა.
იყო რამდენიმე
მნიშვნელოვანი საკანონმდებლო
ინიციატივა, რომელიც
პარლამენტის მიერ
იქნა ინიცირებული.
ერთერთ მაგალითად
შეიძლება დასახელდეს
ფარულ თვალთვალსა
და მიყურადებასთან
დაკავშირებული ახალი
რეგულაციების წარდგენა“, - ნათქვამია კვლევაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს
პარლამენტი ხელისუფლების შეცვლის პირველი წლიდან დღემდე გამჭვრვალობით გამოირჩევა.
აქვე ხაზგასმულია კონფლიქტები ქართულ პარლამენტში, რის გამოც შეთანხმება
თითქმის არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე არ მომხდარა.
დებატები ოპონენტებისთვის წარსული შეხსენებით და ურთიერთბრალდებების
ფონზე მიმდინარეობდა. „საერთაშორისო
გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, ეს
პროცესები დაინტერესებულ პირებს ხელს უშლიდა საკითხის არსის გაცნობაში. საკანონმდებლო
ნორმების გადავადება
მთავრობის არაეფექტურ
ფუნქციონირებაზეც მიუთითებს. კვლევაში ნათქვამია, რომ „საპარლამენტო
უმრავლესობა (რამდენიმე
დეპუტატის გამოკლებით)
უსიტყვოდ იზიარებდა
სამართალდამცავი უწყებიდან
წამოსულ ყველა,
მათ შორის,
ნაკლებად პოზიტიურ
ინიციატივებს.“ ამის
თვალსაჩინო მაგალითია
მოწმეთა დაკითხვის
პროგრესული წესის
გადავადება და
ფარულ თვალთვალთან
და მიყურადებასთან
დაკავშირებული რეგულაციების
მიღება, რომელიც
სამართალდამცავ უწყებებს
კვლავაც უტოვებს
მობილური ოპერატორების
სერვერებზე პირდაპირი
წვდომის შესაძლებლობას.
ვერ ხერხდებოდა
ზოგიერთი მინისტრის
პარლამენტში მოწვევა
და კონკრეტულ
საკითხებზე მათი
პოზიციების გარკვევა.
ზოგიერთი მინისტრი
იგნორირებას უკეთებდა
საპარლამენტო ოპოზიციის
მოწვევას. ნაკლებად
აქტიური იყო
თავდაცვისა და
უშიშროების კომიტეტთან
არსებული ნდობის
ჯგუფის მუშაობა,
რომელიც, ფაქტიურად,
ვერ ასრულებდა
მასზე დაკისრებულ
მოვალეობებს ძალოვანი
უწყებების ეფექტური
მონიტორინგის კუთხით.
მისი გააქტიურება
მხოლოდ, სავარაუდოდ,
პოლიტიკურად მოტივირებული
საქმის გამო
მოხდა, რაც
თავდაცვის სამინისტროში
ბოლოს დროს
დაწყებულ გამოძიებას
უკავშირდებოდა“,
- ნათქვამია კვლევაში.
„საერთშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განხორციელებულ
რეფორმებსაც აფასებს. მთავარ მოვლენად ასოცირების
ხელშეკრულების ხელმოწერაა დასახელებული.
აღნიშნულია იუსტიციის
სამინისტროს მუშაობაც,
განსაკუთრებით, სასამართლოს
სისტემაში რეფორმის
დაგეგმვის თვალსაზრისით.
დადებითადაა შეფასებული სასჯელაღსრულების
სამინისტროში დაგეგმილი
რეფორმა. ასევე „აღსანიშნავია
პრეზიდენტის ინსტიტუტის
პოზიტიური როლი
აღმასრულებელი ხელისუფლების
გაწონასწორების კუთხით.
ამ მხრივ,
შეიძლება გამოვყოთ,
პრეზიდენტის გადაწყვეტილება,
ვეტო დაედო
ფარულ თვალთვალსა
და მიყურადებასთან
დაკავშირებულ კანონპროექტზე.
გარდა ამისა,
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
აქტიურობით გამოირჩევა
სამოქალაქო საზოგადოებასთან
თანამშრომლობის მხრივაც“, - ნათქვამია კველვაში.
ანგარიშში საუბარია საკანონმდებლო
ორგანოს ნაკლებად
ეფექტურიანობაზეც სამართალდამცავი ორგანოების
მონიტორინგის თვალსაზრისით.
„აღსანიშნავია,
რომ ეს
უწყებები ნაკლები
გამჭვირვალობითა და
ანგარიშვალდებულებით გამოირჩევიან.
პარლამენტში არ
არის შექმნილი
დამოუკიდებელი საგამოძიებო
მექანიზმი, რომელიც
სამართალდამცავების მიერ
ჩადენილ დანაშაულებს
გამოიძიებს. ხელისუფლების
ცვლილების შემდეგ,
მოსამსახურეთა მასიური
გათავისუფლებ
ავტორი: ანა ჯიქია