ჩინური ინვესტიციის ქართული პრობლემები
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ჩინურ ნაწილში ქართველ მუშებს ინვესტორის მიმართ პრეტენზიები აქვს. ადგილობრივი მუშების ნაწილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელობის მხრიდან არცთუ სახარბიელო მოპყრობაზე საუბრობს.
ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე ჩინეთის ხუალინის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა სამი წლის წინ გაიხსნა. ჩინურ მხარეს ზონაში საქმიანობის უფლება 2049 წლამდე აქვს. როგორც ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი იურა გოგისვანიძე ამბობს, წლების წინ ტერიტორია მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით აუთვისებელი იყო. ინვესტორმა კი ობიექტები გაარემონტა.
ზონაში სხვადასხვა პროფილის რამდენიმე საწარმო და სასტუმრო „ხუალინი" ფუნქციონირებს. საწარმოების ნაწილი ხე-ტყის გადამუშავებას ეწევა, ნაწილში კი სახურავების დამზადება მიმდინარეობს. როგორც საწარმოში აცხადებენ, პროდუქციით ადგილობრივ ბაზარს ამარაგებენ.
იურა გოგისვანიძის თქმით, ტერიტორიაზე უახლოეს პერიოდში ბაზრობის მოწყობა იგეგმება, სადაც სამშენებლო, საყოფაცხოვრებო და სხვა საჭირო საქონელი გაიყიდება. როგორც გოგისვანიძე ამბობს, ინდუსტრიულ ზონაში დასაქმებული პირების დიდ ნაწილს ქართველები წარმოადგენენ. თუმცა, კონკრეტულ რიცხვს ვერ ასახელებს. დაგეგმილი პროექტების განხორციელების შემთხვევაში გოგისვანიძე დასაქმებულთა რიცხვის ზრდას პროგნოზირებს.
ინდუსტრიულ ზონაში დასაქმებული ქართველი ქალების ნაწილი ძირითად ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებაზე არის პასუხისმგებელი. მათი სამუშაო დღე 09:00 საათიდან იწყება და ერთსაათიანი შესვენების გამოკლებით, 18:00 საათამდე გრძელდება.
„სამუშაო უკეთესი რომ იყოს, კარგია, მაგრამ რაც გვაქვს, იმას ვჯერდებით. თვეში 8 დღე გვაქვს დასვენება და 240 ლარს ვიღებთ ხელფასის სახით," - ამბობს ინდუსტრიულ ზონაში დასაქმებული ლიკა ალფაიძე.
ქართველი მუშების მეორე ნაწილი ინვესტორის საქმიანობით უკმაყოფილოა. მუშების ნაწილის განცხადებით, დაბალი ხელფასების გარდა, ზონის მეპატრონესთან ურთიერთობისას გარკვეული დისტანციის დაცვაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ზედმეტი „სითამამე" მუშას გარკვეული ხნით სამსახურისა და თავისუფლების დაკარგვის ფასად დაუჯდეს.
„ხელისუფლება თუ ჩაერევა ინდუსტრიული ზონის საქმიანობაში და მუშებსა და ინვესტორს შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს, ეს ცხადია, კარგი იქნება. რადგან მარტო დაბალი ხელფასი არ არის პრობლემა. ერთი ზედმეტი სიტყვა რომ უთხრა, ან მასთან მიმართებაში ზედმეტი მოძრაობა გააკეთო, გიჩივლებს და პასუხისგებაში მიგცემს. ცოტა ხნის წინ ჩვენთან ერთ მუშას 3-წლიანი სასჯელი მისცეს. როგორც აღმოჩნდა, ჩინელი უფროსისთვის ხელი აუქნევია. პოლიციამ ბრალდებულს უთხრა - ვიცი, მართალი ხარ, მაგრამ ვერაფერს ვიზამ, ამათ ხელშეუხებლობის გარანტიები აქვთო," - ამბობს ერთ-ერთი მუშა, რომელმაც ვინაობის დასახელება სამსახურის დაკარგვის შიშით არ ისურვა.
სახელმწიფოს მხრიდან უცხოელი ინვესტორების გარკვეული პრივილეგიებით აღჭურვა შესაძლოა, იმ ფაქტს უკავშირდება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყნის ყოფილი ხელისუფლება ჩინელების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას გეგმავდა. თავის დროზე ამის მცდელობა პარტია „თავისუფალი საქართველოს" ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატმა გია ყრუაშვილმა გააპროტესტა. როგორც ყრუაშვილი იმ დროს აცხადებდა, „ნაციონალებმა" ხარაგაული-ზესტაფონის მონაკვეთზე საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებულ პირებს „ხუთიანებით" გაფორმებული მაისურები ჩააცვეს და ქართული გვარ-სახელები მისცეს.
ქუთაისში ჩინური ინვესტიციების ჩადების თემა და მათი რიცხვის მატება განხილვის საგანი იყო პოლიტიკურ პარტიებში. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველოში მცხოვრებ ჩინეთის მოქალაქეებს ქვეყნის დასატოვებლად ორი თვის ვადა მიეცათ. რის გამოც ეს უკანასკნელები მათთან დასაქმებულ პირებს ხელფასებს არ უხდიან. თუმცა თავად ინდუსტრიულ ზონაში დასაქმებულები აცხად
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე