|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ისლამური სახელმწიფოს" ვილაიეთი კავკასიაში

ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის დაარსების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს-პრესი" დაჯგუფების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, აბუ-მუჰამად ალ-ადნანის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
"ვულოცავთ "ისლამური სახელმწიფოს" ჯარისკაცებს კავკასიაში ხალიფასადმი ერთგულების ფიცის დადებას. ის იღებს თქვენ ფიცს და აბუ მუჰამად ალ-ქადარს ნიშნავს კავკასიის მმართველად", - ამბობს ალ-ადანი ინტერნეტში გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, "ომის შესწავლის ინსტიტუტი" აზუსტებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ახალი ვილაიეთის დაარსება ჩრდილო კავკასიის,  რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა", - წერს "დოიჩე ველე".

ავტორი: ნიუპრესი