|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აშშ მსოფლიოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთსქესიანთა ქორწინება რამდენიმე დღის წინ დააკანონეს. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ერთსქესიანთა ქორწინებები ამერიკის კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს რათა მსოფლიოში ერთსქესიანთა ქორწინებები დაკანონდეს. „სასამართლოს გადაწყვეტილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნათელ სიგნალს აგზავნის. დისკრიმინაციაზე აგებულ ყველა კანონს სამართლიანობა დაამარცხებს. ჩვენ ამ მუშაობას სიამაყის გრძნობით გავაგრძელებთ იმ პროგრესის გამო, რომლის მიღწევა ჩვენს ქვეყანაში შევძელით. ამასთანავე, გვახსოვს იმ პრობლემების შესახებ, რომელთა გადაწყვეტა მომავალშია აუცილებელი“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ჯონ კერის განცხადებაში. ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მომხრეა პრეზიდენტი ბარაქ ობამა, მან აშშ-ში ეს გადაწყვეტილება ერის გამარჯვებად შეაფასა.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა