|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბერძნეთში რეფერენდუმი გაიმართება

 საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი  გამოვიდა ქვეყნისადმი მიმართვით, რომელშიც გამოაცხადა, რომ  რეფერენდუმი გაიმართება. ის უარს ამბობს დათანხმდეს  საერთაშორისო კრედიტორების პირობებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს წაყენებული შემდგომი ფინანსური დახმარების მისაღებად.
ციპრასი კრედიტორების  წინადადებას  „ულტიმატუმს“უწოდებს, რომელიც საბერძნეთისგან მოითხოვს ახალი მძიმე ზომების გატარებას - გადასახადების გაზრდას, პენსიებისა და ხელფასების შემცირებას, რაც, პრემიერის თქმით, „ეროვნული დამცირების ტოლფასია“.
მიმართვამდე ერთი  საათით ადრე იმედოვნებდნენ, რომ ციპრასი კრედიტორების მოთხოვნებს მიიღებდა.

ავტორი: ირინა მაკარიძე