|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მუსიკა გემოვნებაზე „არასადაო“ სივრცეში

გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო მხოლოდ ომები იმართებაო, ამბობდა მარკ ტვენი. შეიძლება, გემოვნების საბაბით „ახალი ომის“ გაჩაღების შიში გახდა მიზეზი იმისა, რომ თანამედროვე მუსიკის კრიტიკა ნაკლებად განვითარდა საქართველოში.

საქართველოში მუსიკალურ გემოვნებაზე არ დაობენ, ყოველ შემთხვევაში პროფესიონალთა დავა, თუკი ის არსებობს, ნაკლებად თვალშისაცემია. არადა გემოვნებაზე დავის  მასშტაბურობა დარგის გააქტიურების შესაძლებლობას შექმნიდა.

ქუთაისელი მუსიკის მოყვარულები, გასული საუკუნის 90–იან წლებთან შედარებით, კრიტიკის რეგრესზე მიუთითებენ. მათი თქმით თანამედროვე პოპ, თუ ალტერნატიული  მუსიკის კრიტიკა მაშინ გაცილებით აქტიური იყო, მაგრამ ამ აქტიურობას შემდეგ აღარ მიეცა გაგრძელება.

ადრე მახსოვს, 1990-იან წლებში იწერებოდა სტატიები იმ პერიოდის თანამედროვე მუსიკაზე, მაშინ ბევრი საინტერესო, ახალი ჯგუფი თუ შემსრულებელი გამოჩნდა, რომლებიც ცდილობდნენ ე.წ. მსმენელის გემოვნება ჩამოეყალიბებინათ. იმ პერიოდში კრიტიკაც იწერებოდა, საინტერესო სტატიებსაც პოულობდით. მერე დროც გავიდა, ხალხის დაკვეთა" სხვა მუსიკაზე შეჩერდა. მართალი გითხრათ, ამ მუსიკოსების შემფასებლები მე აღარ მინახავს. შეიძლება იწერება. გამოდის სხვადასხვა ჟურნალები, მაგრამ იქ უფრო მეტს მომღერლების სოციალურ-საყოფაცხოვრებო თემებზე წერენ და არა კრიტიკას“, – ამბობს რადიო „ძველი ქალაქის“ პროგრამების დირექტორი ქეთი ბერძენიშვილი.

პრობლემა უდგას კრიტიკის მიღების კულტურასაც. „მახსოვს, ერთერთი მომღერალი გააკრიტიკს და იმან ლამის უჩივლა სტატიის ავტორს. მერე აღარ შემხვედრია მსგასი სტატია“, – ამბობს ქეთი ბერძენიშვილი.

კრიტიკული სტატიების ბეჭდურ ვერსიებს, გარკვეულწილად ჩაენაცვლა მუსიკალური კრიტიკის ვერბალური, საჯაროდ აზრის გამოხატვის ფორმა. ისინი სატელევიზიო მუსიკალურმა კონკურსებმა წარმოშვა და გაააქტიურა. დააჩქარა კრიტიკის შედეგის (თუ უშედეგობის) ხილვის შესაძლებლობაც.

სატელევიზიო კონკურსებზე ჟიურის პროფესიონალი წევრები შეფასებებს აკეთებენ, რომლის შედეგის ნახვა მყისიერად ხდება ზარებისა და მოწონების რეჟიმში. შედეგების მიხედვით, აღნიშნული შეფასებები ნაკლებად აისახება პუბლიკის გადაწყვეტილებებზე. უფრო მეტიც, პუბლიკა კრიტიკაზე ახდენს „ზეწოლას“, რის შემდეგაც სატელევიზიო–საჯარო კრიტიკა „პოპ ხასიათს“ იძენს.

მაგრამ, მიუხედავად მუსიკის კრიტიკის ვერბალურ–საჯარო ფორმის პოპულარობისა, სატელევიზიო სივრცეში მაინც არ გაჩნდა და არ დამკვიდრდა გადაცემა თანამედროვე მუსიკის კრიტიკაზე, სადაც პროფესიონალები იმსჯელებდნენ მუსიკაში არსებული პრობლემებისა და ტენდენციების გარშემო.

„მუსიკის კრიტიკა სამწუხაროდ არ არსებობს! და ვისაც უნდა მღერის და უკრავს. "მუსიკოსს" არ ყავს გამკრიტკებელი, მეგობრებიც და მის სიახლოვეს მდგომი ადამიანები ან არაფერს ეუბნებიან, ან კიდევ – აქებენ. აქებს ისეთი, მელიც ვად ვერ ერკვევა მუსიკაში, ამით "მუსიკოსი" თამამდება და მართლა იჯერებს რომ კარგია. და ვიღებთ იმას რასა დღეს მარშუტკებში თუ სხვადასხვა დროისსატარებელ დაწესებულებაში მღერიან თუ უკრავენ“, – მიაჩნია მსახიობ სულხან გოგოლაშვილს.

კრიტიკის პრობლემას ქმნის თავად ჩვენი ეპოქის მუსიკალური მიმდინარეობებისა და ტექნდენციების ცვლის სიჩქარე და სიმრავლე. ცვლილებების ტემპი მეცნიერულ–ტექნიკური პროგრესის სიჩქარეს უტოლდება. რამაც შეიძლება საქმე გაურთულოს თანამედროვე მუსიკის კრიტიკოსს.

კრიტიკა ყველას და ყველაფეს სჭირდება, ოღონდ ესაა, თავად კრიტიკოსი უნდა იყოს ჩახედული იმ საკითხში, რაზეც წერს. იმდენად ჭრელი და მრავალფეროანია ახლა მუსიკც და შემსრულებლებიც, ცოტა კი გაჭირდება რაიმე ღირებულის და გასათვალისწინებლის დაწერა. თუმცა, მაინც არსებობენ მუსიკის ე.წ. მეტრები, რომლებიც "გემოვნებას აყალიბებენ, თავად ქმნიან ტონს მუსიკალურ სამყაროში“, – ამბობს ქეთი ბერძენიშვილი.

თუმცა „მეტრების“ შრომა ნაკლებად უმკლავდება დროით, სუბ–კულტურით, თუ სხვა მოტივებით ნაკარნახევი, არც თუ ღირებული, ტენდენციების გავრცელების შესუსტებას. მითუმეტეს, რომ საქართველოში ჩნდება მუსიკისა  და გემოვნების სხვა წამმართველიც. „საქართველოში მუსიკა ძლიერ პოლიტიზებულია. ამიტომ, თანამედროვე მუსიკა 1990-იანი წლების შემდეგ თითქმის ვერ განვითარდა. თუმცა, რაღა მარტო თანამედროვე?! პოლიტიკამ კლასიკურ მუსიკაშიც თავისუფლად შეაღწია. დღეს საქმე იმდენად ღრმადაა წასული, როცა რომელიმე მუსიკოსს სადმე ასახელებენ, მავანი მსმენელისთვის იგი აუცილებლად რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან ასოცირდება. მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში ქართველ მუსიკოსებს მართალია, ძალიან უჭირდათ, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ისინი მეტ-ნაკლებად თავისუფლები იყვნენ“, – წერს მუსიკალური კრიტიკოსი ლაშა გაბუნია თავის საავტორო გაზეთ „ანარეკლში“.

საქართველოში ბლომად არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, სამაგიეროდ ნაკლებია საპროდიუსერო ჯგუფები. „აღარ არის საპროდიუსერო ჯგუფები, ვინც დაგეგმავს და განახორციელებს მასებამდე მუსიკის მიტანას. მთლდ არ არისთქო ვერ ვიტყვი, მაგრამ რომლებიც არიან, მხოლოდ ვიწრო გარემოში ტრიალებენ. არადა ახალი, საინტერესო შემსრულებლები გამოჩნდებიან,მაგრმ მალევე იკარგებიან, – ამბობს ქეთი ბერძენიშვილი.

საქართველოში კარგი მუსიკოსები „იკარგებიან“. შეიძლება იმიტომაც, რომ აქ გემოვნებაზე არ დაობენ, რის შემდეგაც „უპრეტენზიო“ გემოვნება თავს ვერ აღწევს „მარშუტკების“ სივრცეს.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა