არალეგალურ სასაფლაოდ გადაქცეული ყოფილი ქარხანა
ქუთაისის საკონსერვო ქარხანა იმერეთის რეგიონში თავისი პროფილით და სიმძლავრეებით ერთადერთი იყო. ამჟამად, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ აქ ოდესღაც ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობდა.
სულ ახლახანს ქარხნის უკანა ეზოს ტეროტორიაზე, რომელიც ე.წ „ძელქვიანის" სასაფლაოს ესაზღვრება, მიცვალებულების დასაფლავება დაიწყეს.
„ძელქვიანის" სასაფლაო ქუთაისის სასაფლაოთა მეურნეობის შპს „ქართული ტრადიციები 2011"-ს განკარგულებაში შედის. სასაფლაოთა მეურნეობის დირექტორის გოჩა მარგველაშვილის თქმით, ის მხოლოდ მის უწყებაში შემავალი სასაფლაოების ტერიტორიებს აკონტროლებს, საკონსერვო ქარხნის ტერიტორიაზე ახალი საფლავების არსებობა კი მისთვის უცნობია და ამ ფაქტის შესახებ პირველად „ახალი გაზეთისგან" შეიტყო. მარგველაშვილი აღნიშნული საფლავების გაჭრას უცნობი პირების მიერ თვითნებურ მოქმედებას მიაწერს.
„ეს ტერიტორია ჩვენი არ არის, ვიღაცა ჭრის თვითნებურად. ჩვენ მთელ ქალაქს ვერ გავაკონტროლებთ ვინ სად ჭრის საფლავს, ნებისმიერ ადგილზე შეიძლება გაჭრას ვინმემ საფლავი ან ორმო," - აცხადებს გოჩა მარგველაშვილი.
„ძელქვიანის" სასაფლაო დახურულ სასაფლაოდ ითვლება. მის მოსაზღვრედ, ყოფილი საკონსერვო ქარხნის ტერიტორიაზე, ჯერჯერობით მხოლოდ ორი მიცვალებულია დაკრძალული, რომელთა საფლავებს გალავანიც კი არ აქვს შემორტყმული. მარგველაშვილი ამბობს, რომ მიცვალებულების ჭირისუფალს, აუცილებელი გარდაცვალების მოწმობის მისაღებად შპს „ქართული ტრადიციები 2011"-ისთვის არ მიუმართავს. გაურკვეველია, ვისგან მიიღო აღნიშნულმა ჭირისუფალმა გარდაცვალების მოწმობა, როცა სასაფლაოთა მეურნეობა ქუთაისში მხოლოდ ერთია.
მარგველაშვილი ასევე, აცხადებს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების გაკონტროლება სახელმწიფოს პრეროგატივაა.
1997 წელს ქუთაისის საკონსერვო ქარხანა სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდა. ქარხნის 450 თანამშრომელი მისი აქციების მფლობელი გახდა.
2001 წელს ქარხანა ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების გამო, გაკოტრების რეჟიმში გადავიდა. იმ დროისათვის ქარხნის დავალიანება 1,5 მილიონ ლარს შეადგენდა. ამ თანხიდან უდიდესი ნაწილი საურავები იყო, ხოლო ძირითადი დავალიანება 150 000 ლარს შეადგენდა.
10 წლის განმავლობაში ქარხანას არაერთი გაკოტრების მმართველი განკარგავდა, რომლებსაც საქალაქო სასამართლო უწყება ნიშნავდა. მათ შორის იყვნენ ზურაბ გუბელაძე, რომელიც სამშენებლო კომპანია შპს „დიზაინკომპლექსში" 95 %-იანი წილის მფლობელია და ასევე დავით ჯიქია, რომელიც ამავე დროს ქუთაისში არსებული რამდენიმე ქარხნის („ლითოფონის ქარხანა", „აბრეშუმკომბინატი") გაკოტრების მმართველი იყო.
გაკოტრების პერიოდში ქარხნის ტერიტორია რამდენიმე ნაკვეთად დაიყო და ცალ-ცალკე გაიყიდა. დაყოფილი ნაკვეთების უდიდესი ნაწილის მფლობელი შპს „განთიადი 6" ხდებოდა. საბოლოო ჯამში, 2007 წელს მის მფლობელობაში 5 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა. ფირმის წარმომადგენლებმა შენაძენის ღირებულება არ დაასახელეს, თუმცა „ახალი გაზეთის" ინფორმაციით, მათ აღნიშნული ფართობი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებითურთ, 1კვ.მ 4 ლარად შეიძინეს.
შპს „განთიადი 6" ყოფილი გაკოტრების მმართველის, ზურაბ გუბელაძის ინტერესებში შემავალ კომპანიად მოიაზრება. თუმცა, „განთიადი 6"-ში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. თუმცა, როგორც ირკვევა, „დიზაინკომპლექსსა" და „განთიადი 6"-ს საერთო ბუღალტერი და შესაბამისად ერთი მეპატრონე ყავს.
2008 წელს საკონსერვო ქარხნის კუთვნილი კულტურის სახლი შპს „აკსაიმ" შეიძინა, სადაც ახლა ბენზინგასამართი სადგური და ავტოტექნიკური მომსახურეობა ფუნქციონირებს.
შედარებით ადრე, 2000 წელს ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის სკოლა „იმედი" განთავსდა. სკოლის დირექტორის ცოტნე გველესიანის ინფორმაციით, 1405 კვ.მ მიწის ფართობში მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, 120 000 ლარი გადაიხადეს. 2010 წელს სკოლამ მეორე შენობა, 200 000 ლარად აუქციონის წესით შეიძინა.
2010 წელს გაკოტრების რეჟიმი „წარმატებით" დაასრულა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. მათი ძალისხმევით
ავტორი: დეა მანაგაძე