ქუთაისის მერის შესარჩევი კომისიის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციიდან გარიცხეს
ქუთაისის მერიის შესარჩევ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩემი საქართველოს" სახელით წარდგენილი წევრი, გელა მშვენიერაძე
ორგანიზაციის რიგებიდან გარიცხეს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის ხელმძღვანელი
ელისო კილაძე facebook-ში
ავრცელებს.
კილაძე მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებს მშვენიერაძის
დანიშვნას ქუთაისის მერიის აქტიტექტურის სამსახურის მოვალეობის შემსრულებლად.
„მედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ გელა მშვენიერაძე დაინიშნა არქიტექტურის სამსახურის მოვალეობის შემსრულებლად. მისი გადაწყვეტილება ორგანიზაციის გამგეობასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამასთან, ორგანიზაცია კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს, მერიის კომისიის წევრების მიერ საკუთარ დასაქმებაზე ზრუნვას. ერთ შემთხვევაში ეს გამოიხატა კომისიის წევრის, ზურაბ ხურციძის მიერ მერიის კონტროლის სამსახურის უფროსად საკუთარი შვილის, ხათუნა ხურციძის დასაქმებაში და მეორეს მხრივ, გელა მშვენიერაძის მიერ საკუთარი თავის დასაქმებაში.
"ჩემი საქართველოს" გამგეობის გადაწყვეტილებით, გელა მშვენიერაძე გარიცხულია ორგანიზაციის რიგებიდან და გამგეობა მიმართავს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს,მის ნაცვლად ორგანიზაციიდან კომისიაში შეიყვანოს სხვა წევრი,“ – წერს ელისო კილაძე.
აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – FaceBox; რუბრიკაში ხვდება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალები და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.
ავტორი: ნიუპრესი