რას გადაჰყვა ქუთაისის ვიცე-მერი?
კიკვიძის ქუჩაზე წყლის მილების შესაცვლელად, კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემების მოსაწესრიგებლად ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 174 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის შედეგად გამარჯვებული მიმდინარე წლის აპრილში გამოვლინდა და მერიასთან ხელშეკრულებაც გაფორმდა. შემსრულებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაიწყო, თუმცა დაახლოებით ერთი თვეა ქუჩაზე სამუშაოები შეჩერებულია. აღნიშნულის გამო კიკვიძის ქუჩა ამ ეტაპზე გადათხრილია და აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებლებს ფეხით გადაადგილებაც უჭირთ.
„ჯერ მოვიდნენ და გულიანად მუშაობდნენ. შემდეგ ფულზე დაიწყეს მერიაში სირბილი. უფულობის გამო ტრაქტორისტი და მუშები გაექცათ და რას გააკეთებდნენ?! სამუშაოების 70% შესრულებულია, თუმცა რაც გაკეთდა, თავიდან არის გასაკეთებელი. ეს ქუჩა რუსთაველის ქუჩიდან რომ იწყება, ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე ადის. დაახლოებით ერთი კილომეტრია მისი სიგრძე. დავიღალეთ ამ გადათხრილი ქუჩის ყურებით. ხალხს მანქანები ეზოებში დაყენებული ჰყავთ. ბევრი მუშაობს და მანქანა ვერ გამოჰყავთ. თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, მოვიყვანთ ტრაქტორს და ქუჩას მოვასწორებთ. მერე რაც უნდათ ის ქნან\\\\\\\" - ამბობს კიკვიძის ქუჩაზე მცხოვრები სოსო გიორბელიძე.
კიკვიძის ქუჩაზე არსებული პრობლემის დროულად მოგვარებისაკენ მოუწოდა ადგილობრივ ხელისუფლებას „თავისუფალი საქართველოს\\\\\\\" იმერეთის ორგანიზაციამ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ შექმნილი ვითარება ხელისუფლების უყურადღებობას დაუკავშირა და განაცხადა, რომ ქალაქის საკრებულო ბიუჯეტის თანხების ხარჯვას არ აკონტროლებს.
„მოსახლეობა ძალიან მძიმე სიტუაციაშია. ვინმე რომ შეწუხდეს, სასწრაფო ვერ მივა. ცეცხლი რომ გაჩნდეს, სახანძრო დახმარების მანქანა ქუჩაზე შესვლას ვერ შეძლებს და მკვდარს ვერ გაასვენებენ. ჩვენი მოთხოვნაა, ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ უზრუნველყოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა და გამოიძებნოს თანხები, რომ ინდმეწარმის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს. ეს არის საკრებულოს უსუსურობა და უპასუხისმგებლობა,\\\\\\\" - ამბობს წულაია.
კიკვიძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად გამარჯვებულს ორი თვე ჰქონდა. სამუშაოები 20 ივლისს უნდა დასრულდეს. ქუთაისის ვიცე-მერი თენგო თოფურიძე ირწმუნება, რომ პრობლემა გვარდება და 20 ივლისამდე კომპანია ფულს მიიღებს. თოფურიძე იმასაც ამბობს, რომ არსებული პრობლემა არც ქალაქის ახალი მერის და არც მისი ბრალია.
„ჩვენმა წინამორბედებმა არასწორად ჩატარებული ტენდერის გამო მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვეს. ტენდერი ბიუჯეტში არარსებულ ფულზე ჩაატარეს. ხელშეკრულება გააფორმეს და საქმე საქმეზე რომ მიდგა, ბიუჯეტში ფული აღარ იყო,\\\\\\\" - ამბობს თოფურიძე.
ვიცე-მერის განცხადებას უმეცრებას უწოდებს უკვე ყოფილი ვიცე-მერი კოტე რატიანი. რატიანი ამბობს, რომ ხელშეკრულების პირობებით შემსრულებელს თანხა სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა მიეღო.
„აბსოლუტურ უმეცრებას აქვს ადგილი და გამორიცხულია ტენდერი ბიუჯეტში არარსებულ ფულზე გამოცხადებულიყო. ბიუჯეტში, რომელიც საკრებულოს მიერ მტკიცდება, თანხა
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე