გია თევდორაძე მერაბიშვილის პროცესზე – მის აღმატებულებას მიეცა თქვენი ცოდვა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემის მინისტრის ვანო მერაბიშვილის პროცესის მიმდინარეობისას ფოტოგადაღების აკრძალვას საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება: "პროკურორმა მოითხოვა ფოტოგადაღებების აკრძალვა პროცესის დროს, რასაც მყისვე დაეთანხმა მოსამართლე...
მესმის, გრცხვენიათ ბატონებო ამ აბსურდის თეატრში მონაწილეობის მიღება!!!მის აღმატებულებას მიეცა თქვენი ცოდვა და ჩვენი ცოდვაც თქვენს საცოდაობას რომ გვაყურებინებს კოლხურ-ჭანური გვარსახელების მონოტორული ხმით დაუსრულებლად ჩამოთვლის ფონზე:(((," – წერს გია თევდორაძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ყოფილი პრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილის პროცესზე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ფოტოგადაღების უფლება მხოლოდ იმათ მიეცათ, რომელთაც აღნიშნულის თაობაზე ნებართვა წინასწარ, წერილობით მოითხოვეს.
აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – FaceBox; რუბრიკაში ხვდება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალები და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა