|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეზო გაბრიაძის სპექტაკლები ქუთაისში უფასოდ გაიმართება

28 და 29 სექტემბერს ქუთაისს მარიონეტების თეატრი ესტუმრება. აღნიშნული სტუმრობის ინიციატორი  მარიონეტების თეატრის დამაარსებლი, ცნობილი ქართველი მწერლი და რეჟისორი რეზო გაბრიაძეა.

თეატრი ორ სპექტაკლს წარმოადგენს -  „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ და „რამონა“. პირველი სპექტაკლი ნაცნობია ქუთაისელი პუბლიკისთვის, "რამონა" კი ახალი სპექტაკლია და ქუთაისელი მაყურებლისთვის შედარებით უცნობი, ამბობენ მერიის კულტურის სამსახურში. აღნიშნული სამსახური  გაბრიაძის თეატრის ქუთაისური გასტროლების პარტნიორია.
"ალბათ არავის წარმოუჩენია ქუთაისი, მთელი მისი მომხიბვლელობით, იუმორითა და პოეტურობით ისე, როგორც ეს რეზო გაბრიაძემ გააკეთა. მან შეძლო მისი ბავშვობის ქალაქის მოგონებები, თავისი უცნაური და კეთილად სასაცილო ბინადრებით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში საცნობი და საყვარელი გამხდარიყო", – აღნიშნავს კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამთა თურმანიძე.
რეზო გაბრიაძის ინიციატივით მარიონეტების თეატრის სპექტაკლები უსასყიდლოდ გაიმართება. მოსაწვევების მიღება შესაძლებელია ქუთაისის მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში. მარიონეტების თეატრის წარმოდგენები გაიმართება ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში.
28 სექტემბერს - „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ 17:00 საათსა და 20:00 საათზე გაიმართება.
29 სექტემბერს - „რამონა“ – 18:00 საათსა და 20:00 საათზე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა