|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არჩევნების გამო ქუთაისის მერიაში კონკურსი გახანგრძლივდა

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში 45 ვა­კან­ტურ ად­გილ­ზე ახალი თა­ნამ­შრომ­ლები, შე­საძ­ლო­ა, 27 ოქ­ტომბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებამ­დე არ და­ი­ნიშ­ნონ.  თუ რო­დის ჩა­ტარ­დება კონ­კურ­სი,  ქუ­თა­ი­სის საკ­რებულოს სა­კონ­კურ­სო-სა­ა­ტეს­ტა­ციო კო­მი­სი­ა­ში ზუსტ ვა­დას ვერ ასახელებენ.

აღ­ნიშ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ მე­რი­ის სამ­სახურის უფ­რო­სები, მი­სი მო­ად­გი­ლეები და განყოფი­ლების უფ­რო­სები უნ­და შე­არ­ჩი­ოს. კო­მი­სი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დებობებზე შე­მო­სუ­ლი 1 200 განცხადებიდან, ამ დრო­ი­სათ­ვის მხოლოდ რამ­დე­ნი­მე გა­ნაცხადი აქვთ შე­მოწ­მებული.

„გა­და­ვარ­ჩი­ეთ  გა­ნაცხადები თუ რამ­დე­ნად სრუ­ლად აქვთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ციები კონ­კურ­სან­ტებს. ალბათ, უახლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­იწყება მათ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­საუბრება. თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლი ვა­დებს ვერ გეტყვით", - ამბობს სა­კონ­კურ­სო-სა­ა­ტეს­ტა­ციო  კო­მი­სი­ის თავმჯდო­მა­რე, თა­მაზ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი. 

ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში არ­ჩევ­ნებამ­დე კონ­კურ­სის ჩა­უ­ტა­რებლობის მი­ზე­ზად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის უწყებათა­შო­რის კო­მი­სი­ის მი­ერ გა­კე­თებულ რე­კო­მენ­და­ცი­ას ასახელებენ. აღ­ნიშ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ  ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობებს რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მო­უ­წო­და 2013 წლის 27 ოქ­ტომბის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნების დას­რუ­ლებამ­დე რა­დი­კა­ლუ­რი სა­კად­რო ცვლი­ლებების­გან თა­ვი შე­ე­კა­ვებინათ.

სა­კონ­კურ­სო-სა­ა­ტეს­ტა­ციო კო­მი­სი­ის თავმჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, მა­მუ­კა მღვდე­ლა­ძის  გან­მარ­ტებით, არ­ჩევ­ნების დას­რუ­ლებამ­დე საჩ­ქა­რო არ არის კონ­კუ­რის ჩა­ტა­რება. 

„პარ­ლა­მენ­ტის უწყებათა­შო­რი­სი  კო­მი­სი­ი­დან მი­ვი­ღეთ  რე­კო­მე­ნ­და­ცი­ა, რომ არ­ჩევ­ნების დას­რუ­ლებამ­დე მკვე­თრი ცვლი­ლებისა­გან  თა­ვი უნ­და შე­ვი­კა­ვოთ", - გან­მარ­ტავს  მღვდე­ლა­ძე. ამის გარ­და,  კო­მი­სი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ  მათ კონ­კურ­სის ჩა­ტა­რების შე­სახებ კა­ნო­ნი ვა­დებში  არ ზღუ­დავთ.

„ერ­თა­დერ­თი, რა­შიც კა­ნონ­შე­საბამი­სად ვა­და გვაქვს გან­საზ­ღვრუ­ლი, არის ის, რომ  კო­მი­სი­ის მი­ერ მი­ღებული გა­დაწყვე­ტი­ლება კონ­კურ­სან­ტებს გა­საუბრების შემ­დეგ  5 დღის ვა­და­ში უნ­და ეც­ნობოს," - გან­მარ­ტავს სა­კონ­კურ­სო-სა­ა­ტეს­ტა­ციო  კო­მი­სი­ის თავმჯდო­მა­რე, თა­მაზ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლები ირ­წმუ­ნებიან, რომ  კონ­კურ­სის დას­რუ­ლება და მე­რი­ის სამ­სახურების უფ­რო­სების და­ნიშ­ვნა მათ ინ­ტე­რე­სებში შე­დის.

ამ დრომ­დე ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში სამ­სახურების უფ­რო­სების თა­ნამ­დებობების და­სა­კა­ვებლად კონ­კურ­სის და­უს­რუ­ლებლობა, სა­ეჭ­ვოდ მი­აჩ­ნი­ათ საკ­რებულოს უმ­ცი­რე­სობის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის" ად­გი­ლობრი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლები გან­მარ­ტა­ვენ, რომ ად­გი­ლების გა­და­ნა­წი­ლებით ორი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნებისა" და „სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" წარ­მო­მად­გენ­ლები არი­ან და­კა­ვებულ­ნი.

„ეს ორი პარ­ტია ინა­წი­ლებს ად­გი­ლებს მე­რი­ა­ში. თუმ­ცა, რო­გორ ფიქ­რობთ, მღვდე­ლა­ძის და  გო­ჩა თევ­დო­რა­ძის დო­ნე­ზე და­ტო­ვებდნენ ქა­ლაქს?  ამი­ტო­მაც, მათ ზე­დამხედ­ვე­ლობას ძა­ლო­ვა­ნი უწყება უ­წევს", - ამბობს „ნა­ცი­ო­ნა­ლი" გია გო­ქა­ძე.  მი­სი თქმით, გა­მო­რიცხული არა­ა, კონ­კურ­სის შე­დე­გად ისევ ის ადა­მი­ა­ნები და­ტო­ვონ, რომ­ლებიც ახლა უფ­რო­სი­ს მო­ვა­ლეობას ას­რუ­ლებენ.

„ა­მის კარ­გი მა­გა­ლი­თი იყო ვი­ცე-მე­რების კონ­კურ­სი­ის გზით, თით­ქოს­და „და­ნიშ­ვნა". ისევ ისი­ნი და­ნიშ­ნეს, რო­მე­ლიც მო­ვა­ლობას ას­რუ­ლებდნენ. ეს არის ფორ­მა­ლუ­რი კონ­კურ­სი, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტიების კე­თი­ლი ნების მიხედ­ვით ხდება სამ­სახურის უფ­რო­სების და­ნიშ­ვნა", - ამბობს ქუ­თა­ი­სის საკ­რებულოს უმ­ცი­რე­სობის წ­ევ­რი, გია გო­ქა­ძე.

მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სამ­სახურის უფ­რო­სი და მი­სი მო­ად­გი­ლე, ზე­დამხედ­ვე­ლობის, სო­ცი­ა­ლურ სა­კითხთა, აუ­დი­ტი­სა და კონ­ტრო­ლის, სპორ­ტის სამ­სახური და სა­ზო­გა­დეობას­თან ურ­თი­ერ­თობის განყოფი­ლება  -  ეს იმ ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლების ჩა­მო­ნათ­ვლი­ა, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლებული ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახმად,  მთა­ვა­რი სა­მიზ­ნეა  პო­ლი­ტი­კურ პარ­ტიებს შო­რის.

თა­ვად, კო­მი­სი­ა­ში კი ირ­წმუ­ნებიან, რომ ად­გი­ლების გა­და­ნა­წი­ლება არ ხდება და  პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნი­თა მი­ღება და დაბლოკ­ვა არ მოხდება.

„რო­მე­ლი­მე კონ­კურ­სან­ტი იმის  გა­მო, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლი" იყო და სჯერო­და ამ პარ­ტი­ის, ამ მი­ზე­ზით გარ­წმუ­ნებთ არა­ვინ დაიბლო­კება. თუმ­ცა, პი­რა­დად მე ვიზ­რუ­ნებ ისე­თი ადა­მი­ა­ნების დაბლოკ­ვა­ზე, რომ­ლებიც აქ­ცი­ა­ზე  ზონ­დე­რულ საქ­მი­ა­ნობაში იყვნენ  შემ­ჩნე­უ­ლი. რად­გან, ასე­თი ადა­მი­ა­ნები კრი­მი­ნა­ლები არი­ან, რო­მელ­თა ად­გი­ლი მე­რი­ა­ში არ არის", - აღ­ნიშ­ნავს მა­მუ­კა მღვდე­ლა­ძე.

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში ვა­კან­ტურ პო­ზი­ციებზე  გა­ნაცხადების შე­ტა­ნა მიმ­დი­ნა­რე წლის 20 აგ­ვის­ტოს და­იწყო და  5 სექ­ტემბერს დას­რულ­და.

 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა