|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მე–20 საუკუნის კრიმინალი ქალები

  • ალისა ადელინა კუკი” (Alice Adeline Cook):

ალისას 24 წლის ასაკში უკვე მოგროვებული ჰქონდა ფსევდონიმთა  უამრავი სახეობა და ქმრების საკმაო დიდი რიცხვიც. სწორედ მრავალქმრიანობისა და ქურდობის ფაქტების გამო იქნა იგი დაპატიმრებული 1922 წელს.

  • “ელის კლარკი” (Alice Clarke):

ელის კლარკი იყო ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ვაჭრობდა ბარებში ლიქიორით, მაგრამ არსებული წესების თანახმად ბარი უნდა დაკეტილიყო საღამოს 6 საათზე. შესაბამისი წესის დარღვევის გამო კი ელისი 42 წლის ასაკში, 1916 წლის 3 აპრილს რამდენიმე კვირით იქნა დაპატიმრებული, ვინაიდან არალიცენზირებულად გაყიდა ალკოჰოლი.

  • “ემილი გერტრუდ ხემსიოტი” (Emily Gertrude Hemsworth):

ემილის 24 წლის ასაკში ჰქონდა ნერვული აშლილობის გამოვლინება, რის გამოც მოკლა საკუთარი სამი კვირის ვაჟი, თუმცა მომხდართან დაკავშირებული ფაქტებიდან ვერაფერი გაიხსენა. ამიტომ, ადგილობრივმა პოლიციამ იგი დამნაშავედ არ ცნო “ფსიქიური აშლილობის” გამო.

  • “ევგენია ფალლენი” (Eugenia Falleni):

ევგენია თაღლითობდა, თავს ასაღებდა მამაკაცად და ატარებდა კაცის სახელსა და გვარს ფსევდონიმად -”გარი კროუფორდი”. 1913 წელს ცოლად შეირთო ქვრივი ვინმე - “ენნი ბირკეტი”, რომელიც მოგვიანებით მოუკლავს კიდეც.

  • “ედიტ ფლორენცი ეშტონი” (Edith Florence Ashton):

ედიტი ეწინააღმდეგებოდა არსებულ კანონებს, ვინაიდან ხშირად ქურდობდა და ყიდდა ნაქურდალს, ასევე არალეგალურად აკეთებდა აბორტებს, რამაც ორი ქალის სიცოცხლეც კი იმსხვერპლა. სწორედ ამ კრიმინალიზმის გამო იქნა იგი დაპატიმრებული.


წყარო ucnauri.com

ავტორი: ნიუპრესი