"წყალტუბოში მილიონები წყალში იყრება, პირდაპირი მნიშვნელობით" [Photo]
ძლიერი წვიმისა და უამინდობის შედეგად
წყალტუბოს ქუჩები დაიტბორა. წყალტუბოს საკრებულოს
"ნაციონალი" დეპუტატი, საკრებულოს
ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა საღარეიშვილი აცხადებს, რომ წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის
გამოყოფილი მილიონები წყალში იყრება, პირდაპირი მნიშვნელობით.
საღარეიშვილი აღნიშნულის ამსახველ ფოტომასალას
facebook-ის
საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:
"გზების აღდგენა იმ დრომდე გაიწელა, სანამ ნოემბერი არ დადგა. ზამთარში გზების რებილიტაციის გამოცდილება ქართულ ფირმებს არ გააჩნიათ, რისი შედეგიც სახეზეეა ქალაქ წყალტუბოში.
ღვარსადენების აღდგენაზე მილიონები დაიხარჯა, მაგრამ შედეგი იმაზე უარესი მივიღეთ, ვიდრე მის აღდგენამდე იყო. ორი წელი დასჭირდა იმ პროექტის გატანას და დამტკიცებას მსოფლიო ბანკთან, რაც კურორტ წყალტუბოს ფუნქციის დაბრუნებას ითვალისწინებდა.
მსოფლიო ბანკის გარდა, სახელმწიფოს და კერძო ინვესტორების მხრიდანაც უნდა მომხდარიყო ინვესტიციების ჩადება, მაგრამ მთავრობის ცვლილების შემდეგ ყველა პროექტი გაჩერდა, გარდა იმ პროექტებისა, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით იყო გათვალისწინებული. მაგრამ ეს პროექტები იმდენად უხარისხოდ მიმდინარეობს, ესეც რომ გაეჩერებინათ სჯობდა. გამოყოფილი მილიონები, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, წყალში იყრება", - აცხადებს მამუკა საღარეიშვილი.
ავტორი: ნიუპრესი