პოლიციამ Facebook-ის საშუალებით დამნაშავე 45 წუთში დაიჭირა
შეერთებული შტატების პოლიციამ დამნაშავე, სოციალური ქსელის Facebook-ის საშუალებით 45 წუთში დაიჭირა.
ქალაქ ფრიდლანდის პოლიციის დეპარტამენტმა დამნაშავეზე ძებმა გამოაცხადა: იძებნებოდა 35 წლის კაცი, ანტონი ჯეიმს ლესკოვიჩი, რომელიც რამდენიმე მძიმე დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი.
სამართალდამცავებმა განცხადება სურათით, სოციალური ქსელ Facebook-ში პოლიციის გვერდზე განათავსეს და მიაწერეს - „იძებნება“.
დამნაშავემ ეს პოსტი მაშინვე გაიზიარა პირად გვერდზე. შენიშნეს რა ლესკოვიჩი Facebook-ში, გამომძიებლები მაშინვე დაუკავშირდნენ მას ახალგაზრდა გოგონას სახელით. გოგონამ ლესკოვიჩი პაემანზე მიიწვია და სთხოვა სახლთან გამოსულიყო, მან კი დაუფიქრებლად უთხრა გოგონას თავისი მისამართი, სადაც რამდენიმე წუთში პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდა.
ორი საათის შემდეგ პოლიციის Facebook-ის გვერდზე ახალი პოსტი გაჩნდა - "დაკავებულია“.
მომზადებულია topnovosti.com-ის მიხედვით
წყარო: "ინფო9"
ავტორი: ნიუპრესი