გია თევდორაძე - სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება მზაკვრულ მოტივს შეიცავს ივანიშვილ-ღარიბაშვილის მხრიდან
საქართველოს პროკურატურის მიერ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების ფაქტს, საპარლამენტო უმცირეობის დეპუტატი, გია თევდორაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
თუ გავითვალისწინებთ მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობას, გნებავთ პოლიტიკურ წონას დასავლეთის თვალში, რაც უკრაინაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების ფონზე ვფიქრობ, უფრო გამოკვეთილი და თვალში საცემი გახდა. დარწმუნებული ვარ მის წინააღმდეგ განხორცილებული ნებისმიერი სანქცია (რაოდენ ,,კანონშესაბამისად" არ უნდა სცადონ და წარმოგვიჩინონ) მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, მოხდეს საქართველოს ხელისუფლების დისკრეტიზაცია ევროსტრუქტურების თვალში და შესაბამისად გაჩნდეს გარკვეული დისონანსი ამ ურთიერთობებში.
ამან ადვილად შესაძლებელია პუტინისთვის და საქართველოს ,,პირველი მოქალაქისთვის" სახარბიელო შედეგამდე მიგვიყვანოს, რასაც ივნისის თვეში გადმოწეული ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის ბარიერის შექმნა ქვია," - აცხადებს გია თევდორაძე.
მიხეილ სააკაშვილი, 27 მარტს, 13:00 საათზე,
საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით არის დაკითხვაზე დაბარებული.
"მაღალი
საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანისა
და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს
ჩადენილი დანაშაულისათვის
მსჯავრდებული პირების: გ. ალანიას,
ალ. ღაჭავას,
მ. ბიბილურიძისა
და ა. აფციაურის შეწყალების ფაქტს, რომელიც
განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის
24 ნოემბრის N768 განკარგულებით.
ასევე გვსურს განვმარტოთ, რომ
ვინაიდან მთელ რიგ საქმეებზე გამოძიება შესულია დასკვნით ფაზაში და პროკურატურა დგას მ.სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობის წინაშე, იგეგმება ყოფილი პრეზიდენტის მოწმის სახით დაკითხვა აღნიშნულ საქმეებზეც. საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს იმ საქმეების ჩამონათვალს, რომლებზეც დგას მ.სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა:
2008 წლის
თებერვალში, მაღალი
თანამდებობის პირების მიერ, ტელეკომპანია
,,იმედში"" შეჭრის,
დარბევის, უკანონოდ
დაუფლებისა და გარდაცვლილი ა. პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული
სხვადასხვა უკანონო ქმედებების ფაქტებზე, რაც დასრულდა 2011 წლის 6 ივლისს,
საქართველოს ხელისუფლებასა და ა. პატარკაციშვილის ოჯახს შორის მემორანდუმის გაფორმებით;
2009-2012 წლებში,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 8 837 461 ლარის
გაფლანგვის ფაქტზე;
პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე.
2004 წლის
ივნისში, ტელეკომპანია
,,რუსთავი 2"-ისა
და ტელეკომპანია ,,მზე"-ს კანონიერი მესაკუთრეებისათვის
წილების იძულებით დათმობის ფაქტზე;
2009 წლის
20 მაისს, ე.წ. ,,მუხროვანის
ამბოხებისათვის" ძებნილი
პირების კობა ოთანაძის, ლევან
ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას,
გ.კრიალაშვილის ლიკვიდაციის, ლ.ამირიძის და კ.ოთანაძის დაჭრის ფაქტზე;
2012 წლის
24 თებერვალს სახელმწიფოს კუთვნილი შპს "აგრომეტი"-ს (აგრარული უნივერსიტეტის) ქონების გაფლანგვის ფაქტზე.
2012 წლის
31 ოქტომბრის პრეზიდენტის განკარგულებით მისი ბიძის თ.ალასანიასთვის უპირატესობის მინიჭებით, სახელმწიფო
ქონების შპს "ბეზეკზე" უკანონოდ
პრივატიზების ფაქტზე.
2012 წლის
თებერვალში, აჭარის
ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ტელევიზია ტვ-25-ის
საარჩევნო პერიოდში გაკონტროლების მიზნით, მისი დამფუძნებლებისათვის
3 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემის ფაქტზე.
2011-2012 წლებში,
მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებითა და მონაწილეობით "ქართუ" ბანკის
ხელოვნურად გაკოტრების მიზნით, ბანკში
იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცურად გასხვისების გზით გადამალვის ფაქტზე", -ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი