სტიქიისაგან დაზარალებული მოსახლეობისათვის გადასახურავი მასალების მიწოდება ხვალიდან დაიწყება
სტიქიისაგან დაზარალებული მოსახლეობისათვის გადასახურავი მასალების მიწოდება ხვალიდან დაიწყება, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სტიქიამ ქუთაისს 2 მილიონ ლარის ზარალი მიაყენა.
მერი იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ძლიერი ქარისგან დაზიანებულ ობიექტებზე დემონტაჟსა და მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებენ.
"წინასწარი შეფასებით 2 მილიონ ლარამდე ზარალი მოგვაყენა ძლიერმა ქარმა. 350-ზე მეტი შენობაა დაზიანებული, ძირითადად სახურავები. დღეს შევხვდი იმ კომპანიებს, რომლებიც დემონტაჟსა და მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებენ. ხვალიდან დაიწყება მოსახლეობისათვის გადასახურავი მასალების მიწოდება. სამუშაოები სწრაფად და ხარისხიანად უნდა ჩავატაროთ, რათა უახლოეს დღეებში გამოცხადებულ სტიქიის მორიგ შემოტევასაც გავუმკლავდეთ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი