"სუბიექტური პოზიციისგან თავს შევიკავებ"-ირაკლი შენგელია პარლამენტის გადატანაზე
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პარლამენტის გადატანის საკითხზე საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს.
ირაკლი შენგელიას განცხადებით, ის აჟღერებს მოსახლეობის პოზიციას და ეს პოზიცია არის ქუთაისის საპარლამენტო სტატუსის შენარჩუნება.
„მე ყოველდღე ვხვდები მოსახლეობას. მათ შორის ამ თემაზეც ვისაუბრეთ. მოსახლეობის და ამომრჩევლის პოზიცია არის საპარლამენტო სტატუსის შენარჩუნება, შესაბამისად, არ მაქვს უფლება, რომ ეს პოზიცია არ გავაჟღერო, სუბიექტური პოზიციისგან თავს შევიკავებ“, -განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა