სუპერლიგის მატჩი „ქუთაისი 2010“-ის გამარჯვებით დასრულდა
სუპერლიგის 25-ე ტურის მატჩი „ქუთაისი 2010“-ის გამარჯვებით დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა. სოხუმელებმა დიდი მონდომებით ითამაშეს და მასპინძლებმა მხოლოდ მატჩის ბოლო წამზე, ზაურ ფაშაევის ზუსტად ნასროლის წყალობით. შეძლეს სასურველი გამარჯვების მოპოვება. მასპინძლებს ჩემპიონატში 15 მოგება ჰქონდათ, სტუმრებს ერთით ნაკლები.
პირველ და მეორე მეოთხედებში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ. სწრაფი, კომბინაციური თამაშის შედეგად მათ დიდი შესვენებისათვის 10 ქულით დაწინაურება მოახერხეს - 26:36.
მე-3 ათწუთეულში ვითარება დარბაზში რადიკალურად შეიცვალა. ქუთაისელთა ბოლო შეტევა ზაურ ფაშაევმა ზუსტი ნასროლით დააგვირგვინა და თავის გუნდს და ერთგულ ქომაგთ ჩემპიონატში მე-16 გამარჯვება აზეიმა - 68:67.
ამ გამარჯვებით „ქუთაისი 2010“ სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. მომდევნო თამაშს ჩვენი გუნდი 14 აპრილს თბილისში „ოლიმპთან“ გამართავს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი