"სუსის მეთაურობით ფარულად ხდება მზადება არჩევნების გაყალბებისთვის"- გოგი წულაია
პარტია "თავისუფალი საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატის, კახა კუკავას შტაბის უფროსი ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს კრიტიკულად აფასებს.
გოგი წულაის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ამომრჩევლების მოსყიდვისა და დაშინებების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ხელისუფლებას არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მაოსბრივ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
"რთული ვითარებაა, დაიღალა ამომრჩეველი კომპრომატებით, ჩანაწერებით. ნაცვალად იმისა, რომ ამომრჩეველი გაცნობიერებულ არჩევანს აკეთებდეს, ხდება დაშინება, თითქოს დაიწყება დაპირისპირება. ვეთანხმები "ნაციონალურ მოძრაობას", რომ კომისიები დაკომპლექტდა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებით, ასევე ხდება მოსყიდვა ამომრჩევლის, დაშინება, შანტაჟი და სიების შედგენა. სუსის მეთაურობით ფარულად ხდება მზადება არჩევნების გაყალბებისთვის, რის უფლებასაც არავინ მისცემს. გამოკითხვებით, რაც არ უნდა წინაღმდეგი ვიყო, პირველ ადგილზე ვაშაძეა და ეს არის "ქართული ოცნების" დამსახურება"-განაცხადა გოგი წულაიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი