|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სჭირდება თუ არა პარლამენტი რეგიონს?-იმერეთის გუბერნატორი პოზიციას არ აფიქსირებს

 პარლამენტის თბილისში გადატანის შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება იმერეთის გუბერნატორს შავლეგო ტაბატაძეს ვთხოვეთ.

შავლეგო ტაბატაძემ "ნიუპრესის" კითხვის პასუხად განაცხადა, რომ შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. 

"პარლამენტთან დაკავშირებით, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩემი ინფორმაციით, ეს შენობა გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული მმართველობისთვის", -განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

რაც შეეხება კითხვის იმ ნაწილს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონისათვის პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება და როგორი არის მისი პოზიცია, ტაბატაძემ არ უპასუხა, თუმცა განმარტა, რომ მან ყველა კითხვას პასუხი გასცა.

შეგახსენებთ, პარლამენტის უმრავლესობამ პარლამენტის თბილისში გადასვლის შესახებ რეგლამენტში შესულ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

 საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პოზიცია არ დაუფიქსირებია ქუთაისის მერს, თუმცა ამ დრომდე ის აცხადებდა, რომ  თვითმმართველობისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი  ქუთაისში დარჩეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი