"სწორედ ამაზეა საუბარი კონგრესმენების წერილში"- ბიძინა ივანიშვილი მორიგ წერილს ქუთაისიდან მიიღებს
მორიგი წერილი ბიძინა ივანიშვილს - "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ წერილი ამჯერად ქუთაისიდან მიიღებს. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია ივანიშვილის ენერგოპროჯორჯიასა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიების მონაცემებს უგზავნის, სადან ნათქვანია, რომ ქუთაისში ათასობით ადამიანს ყოველ წლიურად გადახდისუუნარობისა ან ქალაქის დატოვების გამო და წყლის და დენის მომარაგებას უწყვეტენ.
გოგი წულაიას განცხადებით, ქუთაისი კატასტროფის წინაშე დგას. მისი თქმით, ეს არის სწორედ ის, რასაც ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლებას წერენ.
"ათეულ ათასობით აბონენტს უჭრიან წყალს და დენს, ვერ იხდიან გადასახადს და ეს არის კატასროფა, სწორედ ამაზეა საუბარი კონგრესმენების წერილში და ჩვენც ამიტომ გავუგზავნეთ წერილი, ასე მაინც გავაგებინოთ, რა პრობლემის წინაშეა ქუთაისის, რომელიც სიღარიბის გამო იცლება"-განაცადა გოგი წულაია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი