თბილისში ევროპული მარშზე რამდენიმე ასეულ ათასობით ადამიანი გამოვიდა
გუშინ, 11 მაისს, თბილისში ევროპული მარში გაიმართა. რამდენიმე ასეული ათასობით ადამიანი რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამოვიდა.
რუსული კანონის მოწინააღმდეგეები მეტროსადგურ "300 არაგველთან", მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და "ექსპო ჯორჯიასთან" შეიკრიბნენ. შემდეგ კი მსვლელობით ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა ნაწილი მივიდა პარლამენტთთანაც.
რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტი დღესაც გაგრძელდება. ადამიანები საღამოს 10 საათიდან მოქალაქეები პარლამენტთან შეკრიბებიან და ორშაბათ დილით დანიშნულ საკომიტეტო მოსმენას პროტესტით შეხვდებიან.
გაფიცვა გამოაცხადეს ქვეყნის მთავარმა უნივერსიტეტებმა სტუდენტების პროტესტს ლექტორ-მასწავლებლებიც შეუერთდნენ. მათი განცხადებით, დღეს მთავარი გაკვეთილი რუსთაველზე ტარდება.
ავტორი: