თემურ შაშიაშვილი ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობას ეხმიანება
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, პოლიტიკური გაერთიანება "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი ქუთაისის ცენტრში "მაკდონალდსის" მშენებლობის საკითხს ეხმიანება.
"დაღუპულია ქვეყანა, როცა ეროვნული ცნობიერების ქალაქში, ცენტრში, რომელსაც ოფიციალურად "ქალაქ-მუზეუმი" ჰქვია, დავით აღმაშენებლის მოედანზე, იქ, სადაც 2001 წლის 8 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დავით აღმაშენებლის სახელთან დაკავშირებული ტაძრის მშენებლობა აკურთხა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, შენდება მაკდონალდსი...ანუ ეროვნული სულისა და პროდუქციის აღიარებული მტერი...
ცუდია, რომ ასეთ დროს ინტელიგენცია დუმს..."-აცხადებს თემურ შაშიაშვილი.
ქუთაისის ყოფილი მერი ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგის გამართვას გეგმავს.
ავტორი: ირინა მაკარიძე