|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თემურ ხუბულური საზღვრისპირა სოფელ ახალუბნის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური საზღვრისპირა სოფელ ახალუბნის მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებსა და პრიორიტეტბზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა უმუშვერობის პრობლემაზე და მეტი სამუშაო ადგილის შექნმაზეც იმსჯელეს.

 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ადგილობრივ დონეზე, აუცილებელია მცირე საწარმოების შექნმა, რაც ერთი მხრივ მოსახლეობის დასაქმებას, მეორეს მხრივ კი, მოყვანილი პროდუქციის გადამუშავებს  შეუწყობს ხელს.

 “მე ვიქნები ჩემი ხალხის კეთილდღეობის გარანტი. პირობას ვაძლევ საზღვრისპირა სოფლებში მხოვრებ ჩემს თანამემამულეებს, რომ ჩემი მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემთვევაში, მექნება მუდმივი კომუნიკაცია მათთან და ერთად გავხდებით ყველა იმ კანონპროექტის ინიციატორები, რომლებიც მათი უკეთესი ცხოვრების საწინდარი გახდება“,- განაცხადა თემურ ხუბულურმა.

ავტორი: ნიუპრესი