|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტერაქტის დროს ფრანგები ეროვნულ ჰიმნს მღეროდნენ (ვიდეო)

საფრანგეთის ეროვნულ სტადიონთან, სტად დე ფრანსთან, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ამ დროს სტადიონზე საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. მეგობრულ საფეხბურთო მატჩს  საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ.  უსაფრთხოების მიზნით გულშემატკივრები ტრიბუნებიდან მოედანზე ჩამოიყვანეს. ამ დროს კი გულშემატკივრები საფრანგეთის ეროვნულ ჰიმნს- "მარსელიოზას" მღეროდნენ.  

გუშინ საფრანგეთში რამდენიმე ტერაქტი განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო და მას საფრანგეთის 11 სექტემბერი უწოდა.

ეროვნულ სტადიონზე შეტევა ორჯერ  განხორციელდა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა