"თეთრი ხიდიდან" ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე რიონში გადახტა
ქუთაისში "თეთრ ხიდთან" სამაშველო სამსახურის და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.
თვითმხილველების ინფორმაციით, თეთრი ხიდიდან ახალგაზრდა მამაკაცი მდინარეში გადახტა. მათივე თქმით, ის ხიდზე თანმხლებ პირთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ნიუპრესს" განუცხადეს, 26 წლის მამაკაცი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს.
სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

ავტორი: ირინა მაკარიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა


14:35
13:33
22:22
14:39
















