|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

""ტორპედო" ჩვენი ქალაქის სიამაყეა და არ მივცემთ ჩაჩავას მისი დაშლის უფლებას"

"ჩაჩავა მოგვცილდი!, "გადავარჩინოთ ტორპედო" ! -ამ მოწოდებით ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა. "ტორპედოს" ფანკლუბის წევრები და გულშემატკივრები გუნდის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ზაალ ჩაჩავა გუნდის დაშლას და ძლიერი ფეხბურთელების გაშვებას აპირებენ.
"ზაალ ჩაჩავამ გადაწყვიტა, ძვირადღირებული ფეხბურთელები გაუშვას და გუნდი დაშალოს, მათ ნაცვლად დამწყები ფეხბურთელები მოიყვანოს. ამას არ დავუშვებთ, "ტორპედო" ჩვენი ქალაქის სიამაყეა და არ მივცემთ ჩაჩავას მისი დაშლის უფლებას. თუ ფული არ ქონდა, რატომ აიღო პასუხისმგებლობა? ახლა მოიგონა, რომ ფულს ვერ იხდის და უნდა ფეხბურთელები გაუშვას. თუ ვერ უვლის გუნდს, თვითონ წავიდეს და დატოვოს "ტორპედო"!"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათი თქმით, გუნდზე პასუხისმგებლობა მერიამ უნდა აიღოს.

აქციის მონაწილეებს ქუთაისის მერი შეხვდა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ზაალ ჩაჩავამ განაცხადა, რომ გუნდი შენარჩუნდება. კითხვაზე, პრეზიდენტის წასვლის შემთხვევაში, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას მერია, განმარტავს:
"დევალოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩაჩავა. ამბობს, რომ გუნდი არ დაიშლება. თუ სხვაგვარად განვითარდება მოვლემები, ქალაქი მიხედავს... ყურადღების გარეშე არ დარჩება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ გუნდი",  - განაცხადა ჭიღვარიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი