|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იტალიელი ინვესტორები ქუთაისს ოთხშაბათს ესტუმრებიან"

„ტორპედოს“ საკითხი  გადაწყდება ისე, როგორც ქართულ ფეხბურთს და ქუთაისელ გულშემატკივრებს სჭირდება“ , - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა  განაცხადა.

მისი თქმით, იტალიელ ინვესტორებთან შეხვედრა ხვალ გაიმართება.

 "იტალიელი ინვესტორები ქუთაისს ოთხშაბათს ესტუმრებიან, ამ საკითხს პოზიტიურად ვუყურებ. ჩემი ინფორმაციით,  „ტორპედოს“ საკითხი ამ დღეებში გადაწყდება ისე, როგორც ქართულ ფეხბურთს და ქუთაისელ გულშემატკივრებს სჭირდება. წლების წინ ''ტორპედო'' ბევრად მძიმე ვითარებაში იყო. ამ ეტაპზე ''ტორპედომ'' ლიცენზია მიიღო, მაგრამ მონიტორინგის რეჟიმშია. აუდიტმა უნდა დადოს დასკვნა თუ რამდენადაა ''ტორპედო'' გადახდისუნარიანი. კლუბს რომ ფეხბურთელთა და თანამშრომელთა დავალიანება აქვს, ეს პრობლემაა, თუმცა მთავარია რომ ჩემპიონატის დაწყებამდე აუდიტმა ''ტორპედოს'' შესახებ გამოაქვეყნოს დასკვნა და თუ აუდიტი ჩათვლის, რომ კლუბი არსებობას შესძლებს, მას უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება ექნება. “, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

კობიაშვილის განცხადებით, ინფორმაცია რომ ქუთაისის კლუბი უმაღლეს ლიგაში დავალიანების გამო ვერ ითამაშებს მცდარია.  

„მცდარია ინფორმაცია, რომ ''ტორპედო'' უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას იმიტომ არ მიიღებს, რომ ფეხბურთელთა დავალიანება აქვს. აღმასკომი ''ტორპედოს'' კონკრეტულ ვადებს განუსაზღვრავს და თუ კლუბი განსაზღვრულ ვადებში ხელფასებს ვერ გაისტუმრებს, მაშინ კლუბი ჯარიმდება. ასეთი ვადა კლუბს 25 დეკემბრამდე ჰქონდა და მაშინ აღმასკომის მიერ განსაზღვრული თანხა ''ტორპედომ'' გადაიხადა. ამ ეტაპზე კლუბს მხოლოდ ერთი მომჩივანი ჰყავს და ეს საქმე ახლა შემოვიდა“,- ამბობს ის.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა