"თუ სადმე გამოჩნდა ხელისუფლების ტყუილი, ეს არის ქუთაისი, რომელსაც სტატუსი წაართვეს"
"ევროპულმა საქართველომ" ქუთაისელ ამომრჩეველთან ბოლო შეხვედრა გამართა. პარტიის ლიდერებმა მომავალ არჩევნებსა და შედეგებზე ისაუბრეს.
მათი თქმით, ერთ მხარეს არის უპრინციპობა "ქართული ოცნების" სახით, რომლის ლიდერიც არის ჭკვიანი და კარგად ზემოქმედებს ამომრჩეველზე.
"ყველაფერი რომ დავაბრალოთ ბიძინა ივანიშვილს, მას უჭკუაობას ვერ დააბრალებთ, ამიტომ უნდა ვიყოთ მობილიზებული და არ მივცეთ გაყალბების უფლება. ქუთაისში ბაქრაძე და ვაშაძე თანაბრად მიდიან და საკმაოდ ჩამორჩება ზურაბიშვილი, ამიტომ აქვთ დავალება, როგორც უნდათ გაიმარჯვონ არჩევნებში, მაგრამ ამის ნებას არ მივცემთ"- განაცხადა კაკო ბობოხიძემ.
ამომრჩეველს მიმართა გიგი წერეთელმა და განაცხადა, რომ მათი კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისს დაიბრუნებს პოლიტიკური ცენტრის სტატუუსს. პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანი ქალაქია ქუთაისი, სადაც 6 წელი გაატარა.
"თუ სადმე გამოჩნდა ხელისუფლების ტყუილი, ეს არის ქუთაისი, რომელსაც სტატუსი წაართვეს. იდეა ქუთაისი ყოფილიყო ჰაბი, მათ მიერ შეჩერდა და დარჩა უფუნქციო. ქუთაისს ძალიან ბევრი მოემატებოდა პარლამენტის აქ ყოფნით და მე ვუერთდები კამპანიას, რომელიც ქუთაისშია, რომ "პარლამენტი დარჩეს ქუთაისში" და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მოვისმინეთ პორტის იდეა, მაგრამ იმ რიონს და წყალს გემი კი არა, მთავრობა უნდა გავაყოლოთ და შევცვალოთ ყველაფერი", -განაცხადა ბაქრაძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა