ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 33 პროცენტით გაიზარდა
2018 წლის მარტში საქართველოში ტურისტების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 33%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 13,2%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელდა, ასევე გაზრდილია ევროკაშირის ქვეყნების მიმართულებიდან ჩამოსვლების რაოდენობაც.
„მნიშვნელოვანია, რომ ტურისტები, რომლებიც 24 საათით და მეტით ჩერდებიან საქართველოში, რომლებიც ქმნიან დამატებით სამუშაო ადგილებს და არის სავალუტო შემოსავლების წყარო, თუ იანვარში მათი რაოდენობა 23%-ით იზრდებოდა, თებერვალში - 27%-ით, უკვე მარტში 33%-იანი მატება გვაქვს,“ - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ავტორი: ნიუპრესი