|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულებით 12 პირია გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი ფაქტები გამოავლინა. 

ხარაგაულიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, მარნეულიდან, ქობულეთიდან და ბათუმიდან, ჯამში 9 მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, დღეს იძულებით საკარანტინო ზონაში მოათავსეს.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით სულ  12 ადამიანია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა