|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა [VIDEO]

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ბოლო 24 საათის განმავლობაში, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 13 ახალი ფაქტი გამოავლინა.

ყველა მოქალაქე, რომელმაც რომელმაც შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესი დაარღვია, საკარანტინო ზონაში იძულებით არის გადაყვანილი.

ამ დროისათვის საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 55 ადამიანია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა