|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულელმა ილია სულამანიძემ საქართველოს ვერცხლის მედალი შესძინა

ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე (100კგ) მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელია. სულამანიძემ ფინალური დაპირისპირება ყაზახ ბეკარუს სადუაკასთან წააგო.

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე სულამანიძემ ქვეჯგუფის ორივე შეხვედრა იპონით მოიგო: ჯერ სლოვენიელი როკ პოგორევცი დაამარცხა, შემდეგ კი არგენტინელ ალეხო ბურგოსი დამატებით დროში წმინდად მოიგო.

ჩვენმა ათლეტმა ყველაზე ძლიერი მეტოქე ნახევარფინალში დაამარცხა – ჭაბუკებში თურქთა ევროპის წლევანდელი ფინალისტი ომერ აიდინი, ვისაც ვაზარით აჯობა.

ავტორი: