ტყიბულის მერიის კუთვნილი საწყობი და ავტომობილი გაქურდეს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ძარცვის ფაქტი დაფიქსირდა. გაძარცულია მერიის ააიპ "კომუნალური სამსახურის" კუთვნილი საწყობი და მიკროავტობუსი.
საწყობიდან წაღებულია ავტონაწილები და ტექნიკური ხელსაწყოები.
ძარცვის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ, ღამის საათებში მოხდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა