|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი არ არის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 4 მარტს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, ხოლო დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, +13-+15 გრადუსსაც მიაღწიოს.

მათი ცნობით,  4 მარტს დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით, ზოგან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. რაც შეხება ჰაერის ტემპერატურას, ხვალ დაბლობ რაიონებში +2 +7გრადუსი სითბო იქნება, მთიან რაიონებში -5 და მაღალ მთაში -5.

4 მარტს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. ერთი-ორი დღის განმავლობაში ნალექი მოსალოდნელი არ არის. ღამით ყინვა ცოტა მოიმატებს. დაბლობ რაიონებში -3 და -5 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

5-6-7 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ყინვა -3-დან -5 გრადუსამდე. მთიან რაიონებში -5-10 იქნება, ხოლო მაღალ მთაში -12. 7 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ნალექი იყოს, მაგრამ ტემპერატურის კლება მოსალოდნელი არ არის.

9 მარტის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვანი ნალექი მოსალოდნელი არ არის. დაბლობსა და სანაპირო რაიონებში 7 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით ღამის საათებში ყინვა შერბილდება.

8 და 9 მარტს დღის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია +10 +15 გრადუსს მიაღწიოს.

შესაბამისად, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურა მოიმატებს. რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს შეიძლება დღის ბოლოსთვის დღის მეორე ნახევრიდან ნალექი იყოს, ამ საღამოს შეიძლება თოვლ-ჭყაპიც დაფიქსირდეს. ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 5 მარტს, ღამით ყინვა შეიძლება იყოს -1-3-ის ფარგლებში, ხოლო დღისით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

5-დან 9 მარტის ჩათვლით დედაქალაქში შესაძლებელია ტემპერატურამ +7-დან +13 გრადუსამდეც მოიმატოს, ხოლო შაბათ- კვირას შესაძლოა,+ 15 გრადუსიც იყოს.

ავტორი: