|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უნდა დარჩეს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში თუ არა?"

 ბრიტანელი ამომრჩეველი დღეს, 23 ივნისს გადაწყვეტს დარჩება თუ არა ქვეყანა ევროკავშირში. ეს დიდი ბრიტანეთის ისტორიაში მხოლოდ მე–3 ეროვნული რეფერენდუმია.
 რეფერენდუმის ბიულეტენზე ერთი შეკითხვაა დატანილი: "უნდა დარჩეს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში თუ უნდა დატოვოს მან ევროკავშირი?" გამარჯვებულად მიიჩნევა ის მხარე, რომელიც ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

  საარჩევნო კომისიის მიერ რეკორდულად მაღალი – 46, 499, 537 ადამიანია დარეგისტრირებული ხმის მისაცემად.

მას შემდეგ რაც ადგილობრივი დროით 22:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურება, დალუქული საარჩევნო ყუთები შეგროვდება და მათში განთავსებული ბიულეტენების დათვლის მიზნით აღნიშნული ყუთების სპეციალურ ადგილას ტრანსპორტირება განხორციელდება. ეს წარმოადგენს 380 ადგილობრივ სამთავრობო ადგილებს ინგლისში, შოტლანდიაში და უელსში, პლუს ერთს თითოეულში – ჩრდილოეთ ირლანდიაში და გიბრალტარზე.
ამის შემდეგ, ინდივიდუალური ადგილების მიხედვით, შედეგები მთელი ღამის განმავლობაში გამოცხადდება, 11 რეგიონული დათვლების რეგიონულ შედეგებთან ერთად.
საარჩევნო კომისია ვარაუდობს, რომ საბოლოო შედეგებს საზოგადოებას პარასკევს აცნობებს. 

 

ავტორი: ნიუპრესი