|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვარლამ ლიპარტელიანი საუკეთესო ტიტულის მფლობელი გახდა

საქართველოს ძიუდოს ნაკრების კიდევ ერთი ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე. ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალურ ორთაბრძოლაში უნგრელი სპორტსმენი კრისტიან ტოტი დაამარცხა და 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საუკეთესოს ტიტულის მფლობელი გახდა. 

გუშინვე ბრინჯაოს მედალი მოიგო ლევან მატიაშვილმა. მძიმე წონაში ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში ტედი რინერთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედლსითვის შეხვედრაში კი ქართველმა სპორტსმენმა რუმინელ დანიელ ნატეასთან გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებმა რუსეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე  ინდივიდუალურად ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გუნდური ორთაბრძოლა ევროპის ჩემპიონატზე, რუსეთის ქალაქ ყაზანში დღეს შედგება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა