|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვიდრე პარლამენტის ქუთაისში დატოვების გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, შიმშილობას არ შევწყვეტ"

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა სამბოში ბესიკ მიქელთაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო. ბესიკ მიქელთაძე პარლამენტის თბილისში გადატანას აპროტესტებს. მისი თქმით, ვიდრე გადაწყვეტილება არ შეიცვლება, ის შიმშილობას არ შეწყვეტს.

"პარლამენტის ქუთაისში არსებობა მნიშვნელობანია ამ ქალაქის განვითარებისთვის, გადატანის გადაწყვეტილება არის დამღუპველი. ქვეყნის ეკონომიკის 67 % თბილისშია თავმოყრილი და ქუთაისში მხოლოდ 0,15-ია, ამიტომ ვითხოვ, პარლამენტი დარჩეს და ქალაქს განვითარების შესაძლებლობა მიეცეს. ვიდრე არ მიიღებენ გადაწყვეტილებას და არ დარჩება პარლამენტი, არ შევწყვეტ პროტესტს, თუნდაც სიცოცხლის ფასადაც დამიჯდეს. მე ურთულესი დაავადება დავამარცხე და მზად ვარ, ამ გადაწყვეტილებისთვის ბოლომდე ვიბრძოლო"-განაცხადა ბესიკ მიქელთაძემ.

მისი თქმით, მასზე საშვი არ დაუშვეს ღამე შენობაში რომ დარჩენილიყო, ამიტომ საკუთარ ავტომობილში მოუწევს ღამის გათენება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი